25
Jun
2018

“მე-20 საუკუნის ნაგებობა, რომელიც წარსულსა და აწმყოს აერთიანებს” – სასტუმრო “სტამბა” თბილისში

25 Jun 2018

ვერაზე, თბილისის ცენტრში, იქ, სადაც წლების წინ, საგამომცემლო საქმიანობა დუღდა, დღეს სასტუმრო “სტამბა” ფუნქციონირებს. 1930-იან წლებში აგებული ეს ხუთსართულიანი შენობა ნოსტალგიებთან და ინდუსტრიულ ეპოქასთან არის დაკავშირებული, რომელიც დღესდღეობით, თანამედროვეობასთან ტანდემში, ახალ ისტორიას ქმნის. სასტუმროს გარდა, სივრცე მოიცავს გამწვანებულ ამფითეატრს, კაზინოსა და რესტორანს. პროექტი Adjara Group-ის ინიციატივით ტექნიკურად განახორციელა Adjara Arch Group-მა.



განხილვა