სამშენებლო კომპანია “RRestate”, პირველ პროექტს 2019 წლის ივლისში დაასრულებს. როგორც თავად ამბობენ, საუბარია 5 ვარსკვლავიან სასტუმროზე “Tbilisi Waterfall“. მათივე თქმით, სხვა მნიშვნელოვანი შეთავაზებების გარდა, პროექტი გამორჩეულია იმითაც, რომ შენობის მე-15 სართულზე განთავსდება აუზი, 10 მეტრიანი ჩანჩქერით.

„სამშენებლო კომპანია “RRestate” 2017 წლის აპრილში შეიქმნა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” მათი პირველი პროექტია, რომლის მშენებლობაც ორთაჭალაში მიმდინარეობს და გახსნა მომავალი წლის ივნისში იგეგმება.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროექტი დამკვეთს საკუთარ ნომერში ინვესტირების საშუალებას აძლევს.
„ჩვენი პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ კლიენტს საშუალებას აძლევს თავიანთ ნომრებში ინვესტიცია ჩადონ“- აღნიშნავენ “RRestate”-ის წარმომადგენლები.


მათივე თქმით, სასტუმროს ფასადი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი ქვით, ტრავერინით; იატაკი კი ონიქსის ქვით, რომლის ქვედა მხარესაც მონტაჟდება განათება.
სასტუმროს შოუ რუმი უკვე მზად არის და მსურველებს აქვთ შესაძლებლობა რეალურად ნახონ თუ რას ამზადებს “RRestate“.
„მე-15-ე სართულზე იქნება უსასრულო ( „ინფინითი“) აუზი, საიდანაც გადმოედინება 10მ. სიმაღლის ჩანჩქერი. მსგავსი ტიპის აუზები მსოფლიოში რამდენიმე შენობას აქვს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა სინგაპური და ჩინეთი.“

რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, აღჭურვილი იქნება უახლესი ტიპის ტექნოლოგიებით:
„გასაღები პირდაპირ ტელეფონში – თქვენ შეძლებთ აპლიკაციის საშუალებით გააღოთ კარი. ყველაფრის რეგულირება ხდება ერთი მართვის პანელით, მათ შორის აუდიო და ტელე სისტემები, ფარდები, განათება და გათბობა. ნომერში ასევე არის ჭკვიანი მინი ბარი, სეიფი და 65-ინჩიანი ტელევიზორი“.
სასტუმროს შოუ რუმი უკვე მზად არის და მსურველებს აქვთ შესაძლებლობა რეალურად ნახონ თუ რას ამზადებს RRestate.
[R]













