სასტუმრო ტელეგრაფს ახალი სივრცე – Wellness Studio შეემატა. ტექნოჯიმის უახლესი ტრენაჟორებითა და რეფორმერის სივრცით, ფიტნეს დარბაზი სასტუმროს დამსვენებლებსა და ადგილობრივ სტუმრებს ექსკლუზიურ გარემოს სთავაზობს.
Wellness Studio-ს გუნდი შედგება კვალიფიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ფიტნეს ინსტრუქტორებისგან. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ისინი სტუმრისთვის ინდივიდუალურად ადგენენ მათზე მორგებულ სწორი კვების რაციონსა და სავარჯიშო პროგრამას.
Wellness Studio-ს წევრები სარგებლობენ დამატებითი უპირატესობებით, მათ შორის სასტუმროს კაფე Bell & Grey-ს მიერ სპეციალურად მომზადებული დღის კვებით. სამომავლოდ მათთვის შეიქმნება ინდივიდუალური მენიუ, რომელიც დღეში სამჯერად, დაბალანსებულ კვებას მოიცავს.
თბილისის ისტორიული შენობა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც Leading Hotels of the World-ის წევრია, 2025 წლის სექტემბერში გაიხსნა და ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, გამორჩეული აკუსტიკის ჯაზ კლუბს და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, როლინგ სთოუნის ბარს აერთიანებს. ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ამ სტანდარტებს კი Silk Hospitality უზრუნველყოფს.
[პარტნიორის კონტენტი]












