in

ფრანგული სასტუმროთა ქსელი “ჰოთელს & პრეფერენსი” 14 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა !

14 ოქტომბერს თბილისის ზღვის ახალ ქალაქში ფრანგული სასტუმროთა ქსელის „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი სასტუმრო საქართველოში, Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლება ჩინურ კომპანია „Hualing“ ჯგუფს ეკუთვნის.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საზეიმოდ გახსნეს ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტმა, სინჯიანის პროვინციის გუბერნატორმა, „ჰოთელს & პრეფერენსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია ჰუალინგ ჯგუფს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა სპეციალურად ჩამოსული სინჯიანის პროვინციის გუბერნატორი, ბატონი შუქრათ ზაქირი და სასტუმროთა ქსელის „ჰოთელს & პრეფერენსის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ბატონი სირილ ვოსაღი. ბიზნეს კატეგორიის სასტუმროს გახსნა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში განხორციელდა.

hotelსაქართველოში „ჰოთელს & პრეფერენსის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 სართულიანი თანამედროვე დიზაინის შთამბეჭდავი შენობა თბილისის ზღვასთან, განსაკუთრებულად ეკოლოგიურ გარემოში მდებარებს.

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოში პირველი სასტუმროა ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცით. სასტუმრო თავის კლიენტებს სთავაზობს სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს „Be CHIC“, აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულოთი და ჩინურ რესტორანს „ENSEMBLE” ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის ეგზოტიკური კერძებით.

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებული ბიზნეს კატეგორიის რეკრეაციული ცენტრი „Be PURE” 3500 კვ.მ.-ს უტოლდება. 12 ოქტომბერს რეკრეაციული ცენტრის სპორტული დარბაზი გაიხსნა. გვიანი შემოდგომიდან კი სტუმრებს შეეძლებათ ისიამოვნონ 25 მეტრიანი დახურული საცურაო აუზით, საუნით, სპა-ჯაკუზით, და თბილისში პირველად 3D გოლფ სიმულატორით!

მაგთისატის ციფრული თანამგზავრული ტელევიზია უშგულის ყველა ოჯახში

Soplidan.ge-ჯანსაღი პროდუქტის პირველი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში