in

თბილისში სასტუმრო “Hotels & Preference” 2015 წელს გაიხსნება !

თბილისში პრემიუმ კლასის სასტუმრო “Hotels & preference” 2015 წელს გაიხსნება.

დეტალური ინფორმაციისთვის, მარკეტერი „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ს გენერალურ მენეჯერს- პიტერ ლილვიკს ესაუბრა.

piter lilvikiM: ვინ აშენებს  „ჰოთელს & პრეფერენსს” საქართველოში და როდის დასრულდება მშენებლობა ?

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, ჰოთელს & პრეფერენსის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლებაც ჩინურ კომპანია “Hualing International“–ს ეკუთვნის. აღნიშნული ჰოლდინგი საქართველოში მრავალ მსხვილ პროექტს უდგას სათავეში. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი ე.წ. ოლიმპიური სოფელი, რომელიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობის დროს უმასპინძლებს ჩემპიონატის წევრებს, ასევე სავაჭრო ცენტრი – „თბილისის ზღვის პლაზა“ და სხვა პროექტები. 2015 წლის მარტში სასტუმროს გახსნის პირველი ეტაპი იგეგმება, ხოლო მაისში კი საზეიმო ვითარებაში აღინიშნება ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

M: დიდი კონკურენციის ფონზე, რა მიგაჩნიათ თქვენი სასტუმროს კონკრეტულ უპირატესობად ? 

საქართველო ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სასტუმროების სიმრავლით არის ცნობილი. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ქართული ბაზრისთვის ახალი ბრენდია, რომლის მთავარ უპირატესობას მისი აღიარებული სახელი და იმიჯი წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ჰოთელს & პრეფერენსი“ 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა. დღეს უკვე ბრენდად აღიარებული სასტუმრო მსოფლიოს 20 ქვეყანაში არსებობს და პრემიუმ სასტუმროთა ტოპ ხუთეულში აქტიურად პოზიციონირებს. „ჰოთელს & პრეფერენსის“ მთავარი ღირებულებები სწორედ ფრანგული ფასეულობებიდან გამომდინარეობს, რაც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობად მოიაზრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროს ოთახები საკმაოდ დიდი საცხოვრებელი სივრცისაა (35–159მ2), ყველაზე მასშტაბური ზომის საკონფერენციო დარბაზი კი 800 მ2–ს უტოლდება, რაც საქმიანი შეხვედრებისა, თუ სხვადასხვა ღონისძიებიებების ჩატარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირობაა.Hotel 1

M: ამ ტიპის სასტუმროები, ძირითადად ქალაქის ცენტრშია განთავსებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ ადგილმდებარეობა გაართულებს კლიენტების მოზიდვას? 

ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში მდებარეობს ჩვენთვის სულაც არ წარმოადგენს გამოწვევას. ჩვენ ვთვლით, რომ „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ მისი ადგილმდებარეობაა. ქალაქის ხმაურს მოწყვეტილი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ ზონაში მდებარეობს, რაც აუცილებელი პირობაა სრულყოფილი დასვენებისთვის. სასტუმროს განლაგება თბილისის ზღვასთან და აეროპორტთან კიდევ უფრო დიდი სარგებელი იქნება ჩვენი კლიენტებისთვის.

M: არსებობს თუ არა პროექტის მაკეტი თუ როგორი იქნება სასტუმრო ?Lobby

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ყველაზე განსაკუთრებული კლიენტის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. დიდი და კომფორტული ოთახების გარდა, სასტუმრო თავის კლიენტებს შესთავაზებს ჩვენი ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს „ბი შიკ“, აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულოთი. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოში პირველი სასტუმროა ყველაზე გრანდიოზული ჩინური რესტორნით „ენსემბლი“, რომელიც გურმანებს შესთავაზებს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის უგემრიელესი ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას. სასტუმროს ლობი ლაუნჯ ბარში „ბი ქოუზი“ შეგეძლებათ დააგემოვნოთ პრემიუმ კლასის ღვინოები, უგემრიელესი კოქტეილები და სურნელოვანი ყავა. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ განსაკუთრებულად გაუმასპინძლდება VIP სტუმრებს და ჩვენი კლუბის წევრებს უფასო საუზმით, ხილის ასორტით, ყავა-ჩაით, კოქტეილებითა და სხვა გამორჩეული სერვისით ეგზექიუთივ ლაუნჯში „პრეფერენსი“. ამას გარდა, კლიენტებს შევთავაზებთ გასართობ–სარეკრეაციო ზონას საცურაო აუზით, სიმულაციური გოლფით, სპორტული დარბაზით, ბილიარდითა და სხვა გასართობი საშუალებებით.

M: რამდენი ნომერი იფუნქციონირებს?

ჩვენი სასტუმრო თანამედროვე, ევროპული სტილის 247 ნომრისაგან შედგება, რომელიც დამსვენებლებს სტანდარტ, კლაბ სტანდარტს, ქლაბ დელუქს, დუპლექს სუიტსა და პრემიუმ სუიტი ოთახებს შესთავაზებს.

M: რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, რა საფასო კატეგორიის ნომრებია თქვენთან და რას მოიცავს ფასი ? 

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ ნომრის ფასები საერთაშორისო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის შესაბამისი იქნება.

ბათუმის ლოგოტიპის კონკურსი

19 ნოემბრიდან! 4D ბრენდინგის ყველაზე პოპულარული მოდელის კურსი “Sapienti Sat”-ში