in

Hotjar – მარკეტინგული ხელსაწყო, რომელსაც თქვენი ვებსაიტის ვიზიტორების გაგება შეუძლია

Hotjar არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოწინავე ფუნქციების საშუალებით, ვებსაიტის ვიზიტორების ქცევა გაანალიზოთ. გსურთ იცოდეთ თქვენი ვებსაიტის რა პუნქტები იპყრობს თქვენი ვიზიტორების ყურადღებას ან თქვენი კონვერტაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება გნებავთ? Hotjar ამაში დაგეხმარებათ. 

ის ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელმაც მარკეტინგულ სამყაროში თავისი კვალი სასარგებლო ფუნქციების კომპლექტით დაამჩნია. ის გაძლევთ მკაფიო და ცალსახა ხედვას იმის შესახებ, თუ რა იპყრობს თქვენი მომხმარებლების ყურადღებას, რა უშლის მათ მოქმედებას და მიუთითებს გაუმჯობესების სფეროებზე.

Hotjar 2014 წელს შეიქმნა. ის არის ქცევითი ანალიტიკა, რომელიც ხაზს უსვამს თქვენი ვებსაიტის ძლიერ მხარეებს და იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება ან აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. ეს ყოვლისმომცველი პროგრამა საშუალებას გაძლევთ, შეაგროვოთ მონაცემები თქვენი ვებსაიტის მომხმარებლის ქცევის შესახებ და თვალყური ადევნოთ თითოეულ სესიას, რომელიც აქ ხორციელდება. მაშინ, როცა Google Analytics უბრალოდ ციფრებს გაძლევთ, რომელთა გაგება ზოგჯერ რთულია, Hotjar საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ თქვენი ვიზიტორების მთელ მოგზაურობას. 

Hotjar გთავაზობთ 4 აუცილებელ ვარიანტს, რომლებიც მას გამოარჩევს კონკურენტებისგან.

  • ე.წ. ცხელი წერტილების რუკა
  • მოწყობილობის ტიპის იდენტიფიკაცია
  • ჩანაწერები
  • გამოკითხვები და უკუკავშირები

ცხელი წერტილების რუკა

ეს არის თქვენს ვებსაიტზე მომხმარებლის ქცევის შემოწმების საუკეთესო საშუალება. ის გიჩვენებთ, რომელ ბლოკებზე გადადის ვიზიტორი, რომელ სათაურებს აჭერს ხელს და რომელ გვერდებს სტუმრობს ყველაზე ხშირად. ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია, რადგან გაცნობებთ საიტის რომელი სფეროა საინტერესო ვიზიტორებისთვის და რომელი არა.

ეს ფუნქცია არის ყველაზე ცნობილი და, ალბათ, ყველაზე საინტერესო, რადგან იძლევა საშუალებას, იცოდეთ რა იპყრობს თვალს თქვენს ვებსაიტზე და რომელი ელემენტები მუშაობს ყველაზე კარგად. ეს მონაცემები კი თქვენი ვებსაიტის უკეთ ოპტიმიზაციაში გეხმარებათ.

მოწყობილობის ტიპის იდენტიფიკაცია

Google Analytics-ის მსგავსად, ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ მოწყობილობის ტიპი, რომლითაც სტუმრები უკავშირდებიან თქვენს საიტს და გააანალიზონ მათი ქცევა თითოეულ მოწყობილობაზე (მობილური, კომპიუტერი, ტაბლეტი და ა.შ.). ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელი მარკეტინგული არხები მუშაობს საუკეთესოდ და შესაბამისად მოერგოთ თქვენი სტრატეგია და ინტერფეისი.

ჩანაწერები

თუ გიჭირთ ანალიტიკური ინსტრუმენტების მიერ მოწოდებული რიცხვების გაგება, ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ნახოთ თქვენს საიტზე ჩატარებული თითოეული სესიის ჩანაწერი. თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ მომხმარებლის ნავიგაციას გვერდზე: დაწკაპუნება, სქროლვა, გაჩერების წერტილები და სხვა. ამით თქვენ ისე ხედავთ მომხმარებლის მოგზაურობას, თითქოს მის ადგილზე იყოთ. 

უკუკავშირები და გამოხმაურებები

თუ გსურთ იცოდეთ რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები და რა მოსწონთ ან არ მოსწონთ, ჯობს პირდაპირ ჰკითხოთ. Hotjar გთავაზობთ გამოკითხვისა და უკუკავშირების ფუნქციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ პირდაპირ სთხოვოთ თქვენს ვიზიტორებს გამოხმაურება.

Hotjar-ის მიზანია, დაგეხმაროთ UX-ის გაუმჯობესებაში, თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის მორგებასა და კონვერტაციიის მაჩვენებლის გაზრდაში. Hotjar-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის აერთიანებს დამატებითი ხელსაწყოების ერთობლიობას, რომლებიც ადრე ცალ-ცალკე უნდა მოგეძიებინათ და ჩვეულებრივ, ფასიანი სერვისიც იყო. ეს მას ეკონომიკურად ძალიან საინტერესო გადაწყვეტად აქცევს.

ციფრული ხელსაწყოები საკვანძო სიტყვების მოსაძებნად

რატომ უნდა გამოიყენოთ Big Data ბრენდის სტრატეგიის შექმნისას?