in

სად გავერთოთ და შევარჩიოთ საჩუქრები?! – პასუხი კითხვაზე „ახალ წელს რას აპირებ?“

„ახალ წელს რას აპირებ?“ – ეს შეკითხვა ზამთრის დადგომისთანავე აქტუალური ხდება. წინასაახალწლოდ, როგორც წესი, ჩვენი ფინანსების მობილიზებას ვცდილობთ, დღესასწაულზე კარგად რომ დავისვენოთ და გავერთოთ. მთელი წლის განმავლობაშიც ყველაზე დიდი ხარჯი სწორედ ახალი წლის განსაკუთრებულად აღნიშვნას ემსახურება. Hotsale.ge -ში ამბობენ, რომ დანაზოგის გაკეთება არც დღესასწაულებზე იქნება ურიგო და ერთგული მომხმარებლებისთვის, სპეციალური შეთავაზებებიც აქვთ – ფასდაკლებები ზამთრის კურორტებზე, სასტუმროებში, კოტეჯებში, აპარტამენტებში, რესტორნებში, სხვა გასართობ დაწესებულებებსა და ღონისძიებებზე.

BOG
BOG

„ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია გონივრული დანაზოგის გაკეთება. თან ისე, რომ ნამდვილი დღესასწაულიც მოვიწყოთ. მაშ ასე, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, „ახალ წელს რას აპირებთ“, ნება მოგვეცით, გაგიზიაროთ ჩვენი იდეები და შეგიმსუბუქოთ დაგეგმვის პროცესი, ხარჯებთან ერთად,  რასაკვირველია“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. წინასაახალწლოდ ძალიან აქტუალურია საჩუქრების თემაც. როგორც Hotsale.ge-ში ამბობენ, არც სხვისი გამხარებელი მომხმარებლები დავიწყებიათ.

„ Secret Santa-ს ხომ ყველა თამაშობთ?! კიდევ ერთი დილემა რაც ამ პერიოდში დგას, არის „რა ვაჩუქო?!“. რა თქმა უნდა, ამ ამბავშიც შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. შეარჩიეთ საჩუქრები სხვადასხვა კატეგორიაში, ბუნებრივია განსაკუთრებულ ფასად“.

 

[R]

კიდევ უფრო უკეთესი ისტორია იწყება! – ბიბლუსის საახალწლო კამპანია

თბილისში ახალი სავაჭრო-სივრცე „კონტეინერი“ გაიხსნა