გოლფის მოედნის ხსენებაზე ყველას დიდი, გამწვანებული, კარგად მოვლილი მინდორი გვაგონდება. ასეც არის. საერთაშორისო სტანდარტებით დაგეგმარებული გოლფის მოედანი იდეალური სივრცეა არა მხოლოდ მოთამაშეებისთვის, არამედ უბრალოდ, სიმწვანის და ბუნების მოყვარულთათვის. Tbilisi Hills Golf & Residences პირველი კომპლექსია საქართველოში, რომლის ტერიტორიაზეც, საცხოვრებელი სახლების და სხვა ინფრასტრუქტურის გარდა, 18 ფოსოზე გათვლილი გოლფის მინდორია განთავსებული. ფინელმა დიზაინერმა ლასი პეკა დილანდერმა, ლატვიურ სამშენებლო კომპანია Modo Golf-თან ერთად, დააგეგმარა 110 ჰექტარი მინდორი, რომელიც European Tour Destination-ის ასოციაციის წევრია, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.
ითამაშე ისე, თითქოს, არავინ გიყურებს
გარდა პროფესიონალი მოთამაშეებისა, პროექტის ავტორების დიდი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ამ სპორტით. დაიმსხვრეს სტერეოტიპი, თითქოს, გოლფი მხოლოდ ხანშიშესული ადამიანებისთვის განკუთვნილი და თან, ცოტა მოსაწყენი სპორტია. ამის დასამტკიცებლად, დაიგეგმა გოლფის შემსწავლელი კურსებიც ახალბედა მოთამაშეებისთვის. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ გოლფის თამაშს თან ახლავს ახალგაზრდული სულისკვეთება, ენერგია, სიმტკიცე და სიმარტივე, ფინანსური კეთილდღეობისა და სიმსუბუქის განცდა. „თბილისი ჰილსში“ სჯერათ, ვინც ამ ტერიტორიას ერთხელ მაინც ესტუმრება, ის აუცილებლად დაბრუნდება.
იდეალური მდებარეობა, სუფთა ჰაერი და ეკოლოგია
ქალაქიდან მოშორებით და თან ძალიან ახლოს, ცენტრიდან 15 წუთის სავალზე განთავსებულ კომპლექსში მთავარი, რასაც პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობენ უნიკალური მდებარეობა, ველური ბუნებისა და თანამედროვე, „ჭკვიანი სახლების„ სინთეზი და ყველაზე მთავარი, სუფთა ჰაერია. პროექტში 1 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება. სწორედ უნიკალური მდებარეობა იძლევა საშუალებას გაშენდეს ყველაზე მასშტაბური კომპლექსი, სპორტული და სოციალური ცხოვრებისთვის.
პანორამული ხედები ყაზბეგის მთაზე, შავნაბადას მონასტერსა და თბილისზე. ტყე, რომელიც მთელს კომპლექსს გარს აკრავს, იდეალური კლიმატი, შენარჩუნებული ეკოსისტემა, ქალაქთან შედარებით რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურა – იდეალური პირობებია მშვიდი ცხოვრებისთვის.
ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში, მაცხოვრებლების სურვილის მიხედვით, სახლები შეიძლება აღიჭურვოს ნახევრად ავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემით, რომელიც აშენებულია მზის ელემენტის გამოყენებით და ენერგოდაზოგვითი მასალებით, რაც ხდის მათ უფრო ეკოლოგიურსა და ეკონომიურს. ასევე, თითოეულ სახლში იქნება გათბობის, ვენტილაციისა და სენსორული კონდიცირების სისტემები. კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე განთავსებულია „სმარტ“ განათებები, რაც ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვას ემსახურება.
პროექტზე მუშაობა, ბუნებრივია, ლანდშაფტის სიღრმისეული შესწავლითა და ანალიზით დაიწყო. გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფმა ფინეთიდან, ესტონეთიდან და პორტუგალიიდან შექმნეს პროექტი, რომელშიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის მაღალი სტანდარტებით შექმნილი გოლფის მოედანი, საცხოვრებელი სახლები და ველური ბუნება. პროექტზე მუშაობისას, მთავარი რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, არსებული ეკოსისტემის შენარჩუნება და ტერიტორიის თავისებურების ყველა ნიუანსი იყო. სწორედ ამის შედეგია, რომ Tbilisi Hills Golf & Residences – ტერიტორიაზე შეიძლება შეხვდეთ იშვიათი ჯიშის კუებს, კურდღლებსა და სხვადასხვა ფრინველებს.
„ჭკვიანი“ სახლები
საქართველოში ყველაზე ექსკლუზიურ მისამართზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გაშენდება. 3000 ოჯახზე გათვლილი პროექტი „ჭკვიანი“ სახლის ელემენტებით დააგეგმარეს – სახლებში ყველა ელექტრო მოწყობილობა – გათბობა, კონდიცირება, ვიდეო კამერები, დაცვის სისტემა, ტელევიზორები, კომპიუტერები თუ აუდიო სისტემები, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება და მაცხოვრებლების დისტანციური კონტროლით იმოქმედებს.
ენერგოეფექტურობაზე ზრუნვის გარდა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა. ამისათვის, დაგეგმარების ეტაპიდან, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, რომ შენარჩუნდეს ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემა – მშენებლობაში მხოლოდ ევროკავშირში სერტიფიცირებული, ევროპული და ქართული წარმოების, პრემიალური ხარისხის მასალები გამოიყენება.
აირჩიე შენი სახლი
კომპლექსის Tbilisi Hills Golf & Residences ტერიტორიაზე რამდენიმე ტიპის საცხოვრებელი სახლი აშენდება, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს პოტენციურ მაცხოვრებლებს შეარჩიონ სწორედ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული იდეალური სივრცე. პირველ ეტაპზე, იყიდება 44 მიწის ნაკვეთი, შემდეგ დაიწყება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს 54 ბინას, 8 „თაუნ ჰაუსსა“ და 15 კერძო სახლს, ფართო მიმდებარე ტერიტორიითა და საცურაო აუზებით.
Tbilisi Hills-ის განკარგულებაში, ასევე, იქნება მდიდარი ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, 24/7 ბიზნეს – ცენტრი, გარე საცურაო აუზი, SPA, ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის კორტი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ბაგა – ბაღი. აბსოლუტური კომფორტისათვის კომპლექსი აღჭურვილია 24/7 უსაფრთხოების სისტემითა და სათვალთვალო კამერებით, მთელს ტერიტორიაზე.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, უკვე არის კომპლექსამდე მისასვლელი გზები, შეიქმნა გაზისა და ელექტრომომარაგების სისტემები, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი და სარწყავი სისტემა, გოლფის მინდვრისთვის. რაც ყველაზე მთავარია, კოლოსალური სამუშაოების ჩატარების შედეგად, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო საჭირო ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სუფთა, ბუნებრივი სასმელი წყლით.
პარტნიორის კონტენტი