House of Bondage — ეს არის 1967 წელს გამოქვეყნებლი წიგნი, რომელშიც 1948-1990-იან წლებში მიმდინარე რასობრივი სეგრეგაციის რეჟიმია ასახული. მასში თავმოყრილია „უცნობი“ სამყაროს სასტიკი ყოველდღიური რეალობა, აპარტეიდის დამცირებისა და საშინელებების წინაშე აღმოჩენილი ადამიანების ცხოვრება.
პრეტორიას გარეუბანში მდებარე ქალაქში დაბადებულმა ერნესტ კოულმა ეს ყველაფერი ფოტოებზე ასახა. როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა თავისუფალმა შავკანიანმა ფოტოგრაფმა, მან გადაიღო ძალადობის სხვადასხვა ფორმა… ხშირად წამების ამ პროცესში ინდივიდის სიცოცხლეც კი სრულდებოდა. ამ ადამიანების დასახმარებლად, კოული ქვეყნიდან გაიქცა, წიგნი გამოსცა და აღარასოდეს დაბრუნებულა აფრიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ House of Bondage ითვლებოდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოწიგნად, კოულს ნეტი წიგნი აღარ გამოუცია. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრები დავიწყებასაც კი მიეცა დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე 60 000-ზე მეტი ნეგატივი აღმოაჩინე სტოკჰოლმის ბანკის სარდაფში. „არის წიგნები, როგორიცაა კოულის „მონობის სახლი“, რომელსაც ადამიანის აღქმის შეცვლა შეუძლია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, — ამბობს Magnum-ის ყოფილი გლობალური დირექტორი, ჰამიშ კრუკსი.