in

3D დრაკონი მანჰეტენზე ცეცხლს აფრქვევს

ამ ბოლო დროს ციფრული ბილბორდების მრავალი ვერსია ვნახეთ, ალბათ, აქ Sony-ს 3D კატაც გაგახსენდებათ, თუმცა ამჯერად ბილბორდს HBO-ს დრაკონის სახლი იკავებს. დიახ, Times Square-ის ციფრულ ბილბორდზე დეინერის ტარგარიენის დრაკონია გამოსახული, რომელიც ქუჩაში გამოდის და ცეცხლს აფრქვევს. აქვე, დრაკონის სახლის ლოგოსაც ვხედავთ, რითაც მნახველებს ახსენებენ, რომ სამეფო კარის თამაშების სამყარო ბრუნდება. 

მანჰეტენზე უკვე ყველამ იცის, რომ დრაკონი Times Square-ზე დაეშვა , მის ცეცხლს ვერც ბრაზილიის ქუჩებში განთავსებული ბილბორდები გადაურჩა და ნეტავ, ნიუ-იორკელები მაინც თუ შეძლებენ მასთან გამკლავებას? თანაც, უკვე სამი წელი გავიდა, რაც სამეფო კარის თამაშების სერიები დასრულდა, ახლა კი იგი ფილმით ბრუნდება…

აგვისტოს საუკეთესო რეკლამები: New Balance, Gatorade და Hershey’s…

ვირტუალური ინფლუენსერები და მათი როლი მეტავერსში