„იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამიჩნდა. ინტერნეტში, გამოსაწერად რაღაც განსხვავებულ ნივთებს ყოველთვის ვეძებდი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, ასეთი განსხვავებული ტიპის ნივთები ჩამომეტანა და საკუთარი მაღაზია გამეხსნა“ – ამბობს მაღაზია House of Novelty–ს დამფუძნებელი გიორგი ბორჩხაძე.
„თავიდან, ბევრი ვეძებე რა საიდან და როგორ გამომეწერა. ბოლოს ვიპოვე ინგლისური კოპმანია Wild and Wolf, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც გავხდი. ახლა ნელ–ნელა ვცდილობ, ამ კომპანიის სხვადასხვა პროდუქცია შემოვიტანო და უფრო მეტი რამ შევმატო მაღაზიას“.
M: რა იყიდება House of Novelty–ში?
სათამაშოები: „იო იო“, რკინის სათამაშო. ასევე სამზარეულოს ჩასადებები, ჩაიდანი, მათარა, საფულე, თერმოსები. ოღონდ, ეს ყველაფერი არაორდინალურია. ვარსკვლავები, რომლებიც ანათებს და სხვა საინტერესო ნივთები.
M: როგორი ფასებია? რაიმე სპეცალურ შეთავაზებებს თუ უკეთებთ მომხმარებლებს?
შესაძლოა, ზოგი ნივთი იაფი ღირდეს, ზოგი შედარებით ძვირი. მაგრამ, საბოლოოდ, მისაღები ფასებია.
M: ძირითადად, რაზეა მოთხოვნა, უფრო მეტად რას ყიდულობენ?
ძირითადად, ისეთ სათამაშოებს როგორიცაა „იო იო“ ან რკინის სათამაშო(„პრუჟინა“).
M: ადგილზე მიტანის ან „ონლაინ“ მომსახურება თუ გაქვთ?
ჩვენთან ნივთებს, ძირითადად, მაღაზიაში ყიდულობენ. ახლა აბაშიძის ქუჩაზეა მაღაზია. აგვისტოს ბოლოდან რუსთაველზე, სავაჭრო ცენტრში „გადავდივართ“ და, თან, ინტერნეტ-გაყიდვებიც დაემატება. კიდევ არის ერთ ვებ-გვერდზე http://www.wonderworld.ge/. მათ თავად აქვთ მიტანის სერვისი და „ონლაინ“ ყიდიან. ჩემგად 10 % იღებენ, თუ გაყიდიან პროდუქტს.
M: ძირითადი მომხმარებლები ვინ არიან? ვისთვისაა ეს მაღაზია?
ძირითადად, ახალგაზრდებისთვის. მაგრამ არის ისეთი ნივთებიც, რომელითაც შესაძლოა, დაინტერესდეს თუნდაც, დიასახლისი. არის გემოვნებიანი და უცნაური ნივთების მოყვარული ადამიანებისთვის.