11
Nov
2019

„მომავლის სახლი“ 2025 წელს – Samsung-ის გეგმა 

11 Nov 2019

კომპანია Samsung-მა „მომავლის სახლის“ კონცეფცია შექმნა – ბრენდის ინოვაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დევიდ ეუნმა, მსოფლიო ინოვაციების სამიტზე, სახლის მაკეტი წარადგინა. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლისთვის, უკვე ფართოდ იქნება გავრცელებული.

პრეზენტაციაზე, დევიდ უენმა, ის მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებიც „მომავლის სახლს“ ექნება:

ხმოვანი სისტემა 

მომავლის სახლში ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და მათი მართვა ხმოვანი სისტემით იქნება შესაძლებელი. მაგალითად, თუ ტელევიზორის სხვა არხზე გადართვა მოგვინდება,  პულტის გამოყენება კი არა, ტელევიზორისთვის უბრალოდ თქმაც კი საკმარისი იქნება. დევიდ უენი ამბობს, რომ 2025 წლისთვის მსგავს სისტემაზე მომუშავე უკვე 8 მილიარდი მოწყობილობა იქნება ხელმისაწვდომი.

მომავლის სამზარეულო

მისივე თქმით, 2025 წლის სამზარეულო „ძალიან ჭკვიანი“ იქნება და ჯანსაღი საკვების მიღებაში დაგვეხმარება – სპეციალური პროგრამის დახმარებით, მაცივარი „გვეტყვის“, რომელი საკვების მომზადებაა სასურველი. შემოთავაზებისას იმასაც გაითვალისწინებს, რა პროდუქტებიც მაცივარში გვექნება.

სასტუმრო ოთახი

თუ დები იუნს დავუჯერებთ, „მომავლის სახლის“ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ტელევიზორი იქნება, რომელიც მთელს მსოფლიოსთან დაგვაკავშირებს. მისი თქმით, ეკრანის ხარისხი და ხმა იმდენად დაიხვეწება, რომ ფეხბურთის მატჩის ყურებისას თავს მოედანზე ვიგრძნობთ.

„მთლიანი სახლი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და გექნებათ დეტალური ინფორმაცია მისი ჰაერის სიჯანსაღის, ტემპერატურისა თუ მოხმარებული ენერგიის შესახებ. ამასთან, „მომავლის სახლი“ გაცილებით ეკომეგობრული იქნება და რესურსების დაზოგვაში დაგეხმარებათ“.

წყარო: Euronews

განხილვა