in

HOVERAir AQUA – დრონი, რომელიც ტალღებს არ უშინდება

ის, რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა, დრონებმა რეალობად აქცია და მოყვარულ ფოტოგრაფებსაც მისცა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კადრების გადაღების შესაძლებლობა. მათ შორისაა HOVERAir-იც, კომპაქტური, დასაკეცი დრონებით გვხვდება ბაზარზე და ახლა პირველ წყალგაუმტარ თვითმფრენ კამერას გვაცნობს. 

ამბობენ, რომ  HOVERAir AQUA ყველა საუკეთესო ასპექტს აერთიანებს, რომელსაც HOVERAir თვითმართვად დრონებში გვთავაზობს, თუმცა ამჯერად წყალიც არ აშინებს. თუ წყლის სპორტით ხართ დაკავებული ან იახტაზე აწყობთ წვეულებას, ეს დრონი თქვენთვისაა.

HOVERAir AQUA ხელოვნური ინტელექტის სისტემას იყენებს მონიტორინგისთვის. ტრადიციული დრონებისგან განსხვავებით კი, დისტანციურ კონტროლს არ მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მანევრირებისას ხელები თავისუფალი შეგიძლიათ, გქონდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, კაიკინგით ხართ დაკავებული თუ სერფინგით. აბა, რა ამოძრავებს დრონს? მომხმარებელს მკლავზე სპეციალური სარტყელი აქვს დამაგრებული, რომელიც აფრენისა და დაფრენის, ჩაწერისა და რეჟიმების შერჩევის შესაძლებლობას გვთავაზობს. 

რაღა თქმა უნდა, დრონის ყოველი დეტალი წყალგაუმტარია და არც იძირება, ამას ემატება ტალღების დასადგენი რადარი და წყალზე მისი პირდაპირ გაშვების შესაძლებლობა, რითაც დრონი იდეალური ხელსაწყო ხდება დღისით ზღვაზე გამოსაყენებლად. თანაც, არაფერი გამოეპარება, რადგან საათში 34 მილი შეუძლია გადაადგილდეს, 125-გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს, მეშვიდე დონის ქარისგან დაცვა და 15-ზე მეტი ფრენის რეჟიმი. კადრების დაუყოვნებლივ ნახვასაც შეძლებთ.

წყლის თავგადასავლებისთვის იდეალური დრონის წინასწარ შეკვეთას 21 სექტემბრიდან შეძლებთ, ფასი 999 დოლარიდან დაიწყება. 

როგორ ვუბიძგოთ ადამიანებს, რომ მოუსმინონ ჩვენს იდეებს

როცა უბრალო ნივთები ინსპირაციად იქცევა — Pinterest-ის მაგია ახალ კამპანიაში