12 მაისს ბრიტანული ტელეპროექტ Britain’s Got Talent-ის ფინალში (ჩვენებურად ნიჭიერში) გამოჩნდა Hovis ის ახალი რეკლამა, რომელმაც ბრიტანეთის საზოგადოებაში ძალიან დიდი დადებითი მუხტი და ემოცია გამოიწვია. Hovis არის პურის ბრენდი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Premier Food-ს, იგი 1886 წლიდან გამოდის
Hovis-აქამდე არაერთხელ გაუოცებია რეკლამით საზოგადოება და ვიდრე უკანასკნელ რეკლამას გაჩვენებდეთ, მინდა გაგიზიაროთ ამ ბრენდის ყველაზე დასამახსოვრებელი რეკლამები.
#1 “ბიჭი ველოსიპედზე” ასე ქვია რეკლამას, იგი 1973 წელსაა გადაღებული და ბრიტანული რეკლამის ისტორიაში “კლასიკად” არის მოხსენიებული. იხილეთ ვიდეო:
#2 შემდეგი “შოკი” 2008 წელს მოხდა, როდესაც ტელეეკრანები ახალმა სარეკლამო კლიპმა დაიბყრო. 2 წუთიანი სარეკლამო ვიდეო სააგენტო MCBD, London-მა გადაიღო. სახელწოდებით “მიდი ბიჭუნა”
#3 “ფერმერის ბიჭუნა” ეს უკვე ის რეკლამაა, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა, როგორც ზემოთ დავწერე სარეკლამო ვიდეო ახლახანს 12 მაისს, პირველად ნახა ბრიტანულმა საზოგადოებამ. ეს უკანასკნელი კი სააგენტო Dare, London-მა გადაიღო.
უყურეთ და აუცილებლად დატოვეთ თქვენი კომენტარი