in

როგორ დაერქვა Amazon.com-ს სახელი?

დღეს, Amazon.com-ს მსოფლიოს უდიდეს ინტერნეტ მაღაზიად ვიცნობთ, სადაც უამრავი სახეობის პროდუქტის შერჩევაა შესაძლებელი. კომპანია 113.1 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი სერვისების, ციფრული სთრიმინგისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მოწინავე გიგანტებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. Google-ის, Apple-ის, Microsoft-ისა და Facebook-თან ერთად, ის აშშ-ის ხუთ უდიდეს კომპანიას შორის მოიხსენიება.

კომპანიის ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა ჯეფ ბეზოსმა ანტრეპრენერული ალღოს მიყოლა გადაწყვიტა და ნიუ-იორკის საინვესტიციო ბანკის D.E. Shaw & Co უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ის სიეტლში გადასახლდა. კვლევების საფუძველზე, ის მივიდა დასკვნამდე, რომ ონლაინ მაღაზიის საშუალებით, ყველაზე ლოგიკური წიგნების გაყიდვა იყო. Amazon-მდე წიგნებს ინტერნეტით სხვა კომპანიებიც ყიდდნენ, თუმცა ბეზოსმა გადაწყვიტა მთავარ კონკურენტულ უპირატესობად მათი ხელმისაწვდომობა ექცია – Amazon მომხმარებელს წიგნების ნებისმიერ მისამართზე მიწოდებას ჰპირდებოდა. ონლაინ მაღაზიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასაც სწორედ იქ, საკუთარ ავტოფარეხში შეუდგა.

სანამ სახელ Amazon-ს მოიფიქრებდა, ჯეფ ბეზოსს მაგიური ჟღერადობის სიტყვა Cadabra მოსწონდა. თუმცა, მისმა იურისტმა, ტოდ ტარბერტმა დაარწმუნა, რომ Cadabra, განსაკუთრებით ტელეგონში საუბრისას, გამოთქმისას Cadaver-ს ჰგავდა, რაც გვამს ნიშნავს. ბეზოსს სახელისთვის სხვა ვერსიაც ჰქონდა – Relentless, რაც შეუჩერებელს ნიშნავს. დღესაც, თუკი Relentless.com-ს ეწვევით, ნავიგაცია Amazon-ზე გადაგიყვანთ.

საბოლოოდ, Amazon-ზე არჩევანი ორი მიზეზით შეაჩერა – ერთი მხრივ, იმიტომ, რომ A ანბანის პირველი ასოა, ხოლო მეორე მხრივ, ამაზონი მსოფლიოს უდიდესი მდინარეა, რაც კომპანიის ლოგოზეც აისახა.

Amazon სწრაფად მოექცა ელექტრონული კომერციის სათავეში. 24 საათის განმავლობაში, ვიზიტორზე მორგებული ვებგვერდი მომხმარებელს წიგნებს, ფასდაკლებებსა და რეკომენდაციებს სთავაზობდა. 1998 წლიდან, კომპანიამ CD-ების გაყიდვა დაიწყო, მოგვიანებით – ვიდეოებიც დაამატა. 1999 წელს, Amazon-ზე აუქციონის ფორმატი და სხვა ვირტუალური მაღაზიებიც გამოჩნდა და საცალო გაყიდვებში მომუშავე ადამიანებს ონლაინ მაღაზიების გახსნისკენ უბიძგა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

საკო წოწორია Kawasaki-ს რეკლამის გმირია

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები 5 ოქტომბერს დაიწყება!