დღესასწაულები შანსს და დროს გვაძლევს, საყვარელ და მონატრებულ ადამიანებს დავუკავშირდეთ. გაურკვევლობისა და ბევრისთვის რთული პერიოდის კიდევ ერთი წლის განვლის შემდეგ კი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც უბრალოდ მოკითხვა. Deutsche Telekom-ის ახალი ვიდეორგოლიც სწორედ ამ კავშირზე გვიყვება და მარტივი კითხვის პოზიტიურ ძალას გვიჩვენებს: როგორ ხარ?
ხშირად ეს კითხვა ხდება ურთიერთობების დასაწყისი თუ გაგრძელება, რადგან ამ გადატვირთულ და ერთმანეთისთვის მოუცლელ სამყაროში თითქმის არავის რჩება ერთმანეთის მოკითხვის დრო ან ენერგია. ხოლო, როცა ადამიანი გულწრფელად ინტერესდება ამ კითხვაზე მიღებული პასუხით, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს…