in

როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი კომპიუტერულ კოდს?

კომპიუტერის პროგრამირების სწავლა, გარკვეულწილად, ახალი ენის სწავლას ჰგავს. ის მოითხოვს ახალი სიმბოლოების და ტერმინების შესწავლას, რომლებიც სწორად უნდა იყოს ორგანიზებული, რათა კომპიუტერმა მიიღოს დავალება, თუ რა უნდა გააკეთოს. კომპიუტერული კოდის წერის დროს ასევე, აუცილებელია მისი მკაფიიობა – სხვა პროგრამისტების მიერ მის გასაგებად და აღსაქმელად.

კოდირებასთან დაკავშირებით ორგვარი მოსაზრება არსებობს – იმისათვის, რომ კოდირება კარგად შეძლოთ აუცილებელია, კარგად იცოდეთ მათემატიკა (გქონდეთ “მათემატიკური ტვინი”). ხოლო, მეორე მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, ენის დაუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ამ პროცესში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) მკლევართა მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა, გაერკვიათ, როგორ მუშაობს ტვინი კოდირების დროს და რომელი მათგანი თამაშობს უფრო დიდ როლს.

კვლევის ფარგლებში, მონაწილეები მოათავსეს მაგნიტო-რეზნონანსული სკანერის ქვეშ, აჩვენეს კოდის ნაწყვეტები და თხოვეს განეხილათ, რა მოქმედებას წარმოადგენდა აღნიშნული კოდი.

შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპიუტერული კოდის წაკითხვა არ ააქტიურებს თავის ტვინის იმ რეგიონებს, რომლებიც მონაწილეობენ ენის დამუშავებაში. ამის ნაცვლად, იგი ააქტიურებს განაწილებულ ქსელს, რომელსაც მრავალჯერადი მოთხოვნის ქსელი ეწოდება. ის ასევე აქტიურდება კომპლექსური შემეცნებითი ამოცანების გადაჭრისას, რომელიც მოითხოვს მრავალი ინფორმაციის ერთდროულად ანალიზს და პასუხისმგებელია მრავალფეროვანი გონებრივი ამოცანების შესრულებაზე (მაგალითად, როგორიცაა მათემატიკური ამოცანები და კროსვორდები). თუმცა კოდირება ზუსტად არ იმეორებს მათემატიკის კოგნიტურ მოთხოვნებს.

“როგორც ჩანს, კომპიუტერულ კოდის გაგება თავისებური საკითხია. ეს არ არის ენის შესწავლა და არც მათემატიკა ან ლოგიკა” – ამბობს ანა ივანოვა, MIT- ის მაგისტრანტი და კვლევის მთავარი ავტორი.

დასკვნების საფუძველზე, პროგრამირების სწავლა შეიძლება ემყარებოდეს როგორც ენას, ასევე მრავალჯერად მოთხოვნის სისტემას.

განახლებული „ჟუჟუნა“ რითეილ ბაზარზე გადის – ბრენდის პასუხი პანდემიას და კრიზისს

Myhome-ს კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა