in

როგორ იცვლება მონეტებისა და მარკების დიზაინი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ?

ბრიტანეთის მონარქის, დედოფალი ელისაბედ II-ის პროფილი მონეტებზე, ბანკნოტებსა და მარკებზე დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოსახული. მისი გარდაცვალება კი 70-წლიანი ეპოქის დასასრულად იქცა, რასაც მყისიერი ცვლილებები მოჰყვა — მათ შორის, მისი ვაჟისა და მემკვიდრის მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლა, უელსის ყველაზე დიდი ხნის პრინცი და ახლა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც გვირგვინი მიიღო.

იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თითოეული საკულტო ნივთი დედოფლის იმიჯზე იყო მორგებული, ახლა ყველაფრის შეცვლის დრო დადგა… რებდრენდინგი ახალი მონარქის იმიჯის ასახვისკენ იქნება მიმართული. მაგალითად, როდესაც ელისაბედ ალექსანდრა მარია უინძორი დედოფალი გახდა, სამეფო სახლმა ყველაფრის ბრენდინგი იმის მიხედვით დაიწყო, თუ დედოფლის რომელი თვისებების აქცენტირება და უტრირება სურდათ.

დედოფალ ელისაბედ II-ის დედოფლობის დროს მონეტებზე ჯოდი კლარკის მიერ დახატული პორტრეტი იყო ამოკვეთილი, ახლა კი ჩარლზ III-ის გამეფების შემდეგ მონეტებზე, ბანკნოტებსა და მარკებზე მისი პორტრეტი გამოისახება.

1600-იანი წლებიდან მოყოლებული სამეფო პროტოკოლი იყო (ჩარლზ III-მ გააგრძელა ტრადიცია, რომელიც პირველად დაიწყო ჩარლზ II-ის მიერ), რომ მონარქების პროფილები გამოსახული უნდა იყოს მონეტებზე მათი უშუალო წინამორბედის საპირისპირო მიმართულებით. დედოფალი ელისაბედ II მარჯვნივ იყურება, შესაბამისად, მისი მემკვიდრის მზერა მარცხენა მხარეს იქნება მიმართული.

ციფრული ვალუტა, როგორც ჩანს, ამ დღეებში არჩევანის საშუალებაა, რის გამოც ბრიტანული მონეტები ახლა უფრო სიმბოლურად გამოიყურება, ვიდრე ფუნქციონალურად. თუმცა, მრავალი საუკუნის წინ მონარქების გამოსახულებებს მონეტებზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს ხალხის დიდი მასებისთვის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გზა იყო იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყურებოდნენ მეფეები და დედოფლები.

ეს იქნება ძველი ფულის და მარკების ახლებად გადაქცევის ეტაპობრივი პროცესი. სრულ ცვლილებას კი მინიმუმ ორი წელი დასჭირდება, რათა დედოფლის პორტრეტის მქონე მონეტები ნელ-ნელა ამოღებულ იქნას, მაგრამ მის პარალელურად სამეფო უდიდებულესობის ამსახველი ფული უკვე ძალაში იქნება.

გარდა ამისა, მეფე ჩარლზ III მიიღებს ახალ პირად დროშას, რომელიც დედოფლის დიზაინს ჩაანაცვლებს ოქროს E-ით, გვირგვინით ლურჯ ფონზე. ეს აღიბეჭდება შენობებზე, თვითმფრინავებზე, გემებსა და მანქანებზე.

რა თქმა უნდა, ეროვნული ჰიმნი შეიცვლება ახალი ტექსტით: „ღმერთო დაიფარე ჩვენი მადლიანი მეფე“.

კრეატიული სააგენტო Mother ტყვიაგაუმტარ დასასვენებელ სამოსს ქმნის

15-16 ოქტომბერს კახეთი ფესტივალზე გელოდებათ – „ჯაზი და ღვინო კახეთი“