როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა პანდემიის დროს? – ამ კითხვით ქართველ მარკეტერებს, სტარტაპერებსა და დირექტორებს მივმართეთ:
დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრი: „ახლა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ახერხებენ, რომ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში“.
ნიკა აბაშიძე, CARU: „ვიდეოების საყურებლად Facebook-ზე მომხმარებელი არ შემოდის. „ფეისბუკზე“ მომხმარებელი შემოდის რაღაც ახლის გასაგებად და ინფორმაციის მისაღებად. TikTok-ზე უკვე მომხმარებელი შედის ვიდეოს საყურებლად. იქ ახვედრებ ვიდეოს, სადაც ბევრ რაღაცას უყვები, უხსნი და მომხმარებელი გისმენს. ეს „ფეისბუკზე“ სერიოზული პრობლემა იყო“.
კახა კირთაძე, Gulf Georgia: „მომხმარებლები [ერთ ჯერზე] უფრო მეტ საწვავს ასხამენ და ცდილობენ, ნაკლებად ისარგებლონ ბენზინგასამართი სადგურებით“.
თამუნა ბუაძე, Extra.ge: „მოხმარებლის ინტერესი გაიზარდა იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც უფრო სწრაფად შეძლეს ადაპტაცია ახლად შექმნილ გარემო პირობებთან“.
დემეტრე დათიაშვილი, Scroll: „მომხმარებლებმა სქროლის გამოყენება კონკრეტული მიზნებისთვის დაიწყეს: სამსახურამდე მისასვლელად, ნებისმიერ მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად“.