in

როგორ გაყიდა Cyberpunk 2077-მა დაპირება და გააჩინა მოლოდინი

Cyberpunk 2077 ის ვიდეო თამაშია, რომლის მიმართაც ყველას დიდი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, მოლოდინსა და რეალობას შორის დიდი უფსკრულია, რაც უამრავი ტექნიკური შეცდომით არის გამოწვეული. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, თამაშის შემქმნელებმა მიიღეს დიდი ოდენობით თანხა, როგორც ინვესტიციებით, ასევე რეკლამებითა და გაყიდვებით.

თუმცა გამომცემლობისთვის CD Projekt Red, სისტემა მუშაობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო. CD Projekt Red არის როგორც თამაშის დეველოპერი, ასევე მოლოდინის მანქანა. მაღალ ოქტანური, 4K YouTube კლიპების რვაწლიანი ნაკადი  Cyberpunk 2077-ს საუკეთესო ვიდეო თამაშად წარმოადგენდა, რაც ზრდიდა მოლოდინსა და მოთხოვნილებას. გასულ კვირას კი, მოთამააშეებს ყოველგვარი მოლოდინი გაუცრუვდათ – თამაშის კადრებში ძალიან ბევრი რამ ხარვეზით მუშაობდა.

ახალი თაობის კონსოლებზე PlayStation 5-სა და Xbox-ზე თამაში გამართულად მუშაობს, მაგრამ PlayStation 4-სა და Xbox One-ზე სრული არეულობაა, რასა,  სავარაუდოდ, თებერვლისთვის გამოასწორებენ თამაშის შემქმნელები.

მართალია, თამაში მთლიანობაში ცუდი არ არის, მაგრამ მთავარ პროტესტის საგანს წარმოადგენს მოლოდინსა და რეალოაბას შორის არსებული დიდი სხვაობა. თავის მხრივ, ამ მოლოდინებზე პასუხისმგებელი არის CD Projekt Red, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ეს არის გეიმერების ოცნება და საუკეთესო თამაში, რომელიც ოდესმე შექმნილა.

როდესაც GameSpot-ზე ერთ-ერთმა პროფესიონალმა მიმოხილველმა აღნიშნულ თამაშს 7/10 დაუწერა, გეიმერების მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, როდესაც სხვა გეიმერებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა Cyberpunk 2077, ყველამ აღიარა მისი სიმართლე – „ყველა ლანძღავდა კელის, მაგრამ უკვე მეც მას ვეთანხმები“.

CD Projekt Red არ არის პირველი ან ერთადერთი სათამაშო კომპანია, რომელიც ასრულებს მარკეტინგულ „ფსიქოლოგიურ ოპერაციებს“ (psy-ops), რაც გულისხმობს აუდიტორიის ემოციებზე, გრძნობებსა და სურვილებზე გავლენის მოხდენას. თანამშრომლები გამუდმებით ფიქრობენ და ქმნიან ისეთ ლოზუნგებს, რომლებიც თამაშს ყველასათვის სასურველს გახდის – „ქალაქი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“.

ივნისში, PlayStation- ის ყოფილმა აღმასრულებელმა შონ ლეიდენმა თქვა, რომ ამ ტიპის თამაშების განვითარების უზარმაზარი ფინანსური, ფიზიკური და ფსიქიკური მუშაობაა საჭირო. „ვფიქრობ, მთლიანობაში ინდუსტრია უნდა დაფიქრდეს – რას ვაშენებთ? რა არის მაყურებლის მოლოდინი? რა არის საუკეთესო გზა ჩვენი ამბის გადმოსაცემად და იმის სათქმელად, რისი თქმაც გვჭირდება.“ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაშისადმი მოთხოვნილება გაიზრდება მისი შემქმნელებისადმი ნდობის პირდაპირპროპორციულად.

თამაშები არის როგორც ჰობისთვის, ასევე საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, სადაც ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს და ვართ ის, ვინც გვინდა, რომ ვიყოთ.

ბარი 3D ბილბორდში! – Heineken 0.0-ის გარე რეკლამა

Mymarket და eMoney ქეშბექის აქციას გთავაზობთ