აქ Gen B პლატფორმას აცოცხლებენ, რომელიც ბენტლის ხელახალ პოზიციონირებას ახდენს ბრენდად, რომელიც უბრალოდ მდიდრულ ავტომობილებზე მეტს გვთავაზობს. კამპანიის მესიჯად How do you Bentley? აირჩიეს, კითხვაზე ყოველი პასუხი კი ბენტლის განსხვავებულ სამყაროებს ასახავს…
თითოეული სამიზნე აუდიტორიის მისწრაფებას ეხება, მოგზაურობას Bentley Extraordinary Journeys-ის მეშვეობით, მუსიკას Bentley Record Room-ით და დიზაინს Bentley Home-ით. ეს გადასვლები სიმდიდრეს შესრულებასთან, კეთილდღეობას ძალაუფლებასთან, თანამედროვეობას კი ტრადიციებთან აბალანსებს ავთენტური და ხშირად მოულოდნელი გზებით.
როგორც უკვე გითხარით, კამპანიით თაობა B-ს იწვევენ, რათა აღმოაჩინონ და ხელახლა დაუკავშირდნენ ბენტლის სამყაროს. თაობას, რომელიც დროს, რასასა და სქესს სცდება, Gen B ბენტლის სამიზნე აუდიტორიაა, რომელიც ახალი და არსებული მომხმარებლებისგან შედგება, ბრენდის გულშემატკივრებისა და კოლეგებისგან, რომელთაც აერთიანებთ აზროვნება, გამოწვევის წინაშე დააყენონ სტატუს-კვო, სიმდიდრის საზღვრებიც გაარღვიონ და მომავლის სამყაროც იკვლიონ.
„ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც Gen B ბრენდის აქტივაციის პლატფორმას ესადაგება. კამპანიის ხაზი How do you Bentley? საშუალებას აძლევს ბრენდს, საუბრები წაიყვანოს იქითკენ, თუ როგორ გამოიყურება მდიდრული ცხოვრების სტილი… რეჟისორ ანდერს ჰალბერგის გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან წერტილებს შევხებოდით, რათა შეგვექმნა მიმზიდველი და ავთენტური ნარატივი, რომელიც ბრენდს მთლიანობაში წარმოადგენს“, — ამბობს ნიკ კუპერი, IPG-X-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.