ამ სტატიაში მიმოვიხილავთ Facebook-ის ცვლილებებზე, რაც თქვენს მარკეტინგზეც აისახება.
Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამის ბიუჯეტირების ხელსაწყოები
Meta ნერგავს სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვის ახალ ფუნქციას, რომელიც განმთავსებლებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ დანახარჯები მოსალოდნელი ტრაფიკის ან აქციებისთვის. რეკლამის განმთავსებლებს ახლა შეუძლიათ განსაზღვრონ უფრო მაღალი ყოველდღიური ბიუჯეტი გაყიდვების პიკურ პერიოდებში, როგორიცაა შავი პარასკევი ან სხვა აქციები. სარეკლამო პერიოდის გავლის შემდეგ, ბიუჯეტი ავტომატურად უბრუნდება საწყის დღიურ თანხას, ხელით კორექტირების საჭიროების გარეშე.
ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა! ადრე, ჩვენ მხოლოდ დროისა და დღის არჩევა შეგვეძლო რეკლამების გასაშვებად. მაგრამ ახლა, თუ თქვენი ბიზნესი შაბათ-კვირას უფრო მეტ გაყიდვებს ახერხებს, შეგიძლიათ გამოყოთ უფრო მაღალი ბიუჯეტი შაბათ-კვირისთვის ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ფუნქცია სასარგებლო იქნება გაყიდვების ღონისძიებებისთვისაც.
ბიდის გამრავლების ფუნქცია
ეს ფუნქცია რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს გაზარდონ შეთავაზებები კონკრეტული აუდიტორიისთვის, რომელსაც აფასებენ. მიზანია რეკლამის განმთავსებლებს მეტი კონტროლი მისცენ ბიდებზე, რათა მათ შეძლონ ყველაზე ღირებული კლიენტების ხარჯების ოპტიმიზაცია ავტომატიზებული Advantage+ კამპანიების ფარგლებში. სტრატეგიულ აუდიტორიაზე ბიდინგით, რეკლამის განმთავსებლებს მეტი კონვერსიის მოზიდვა შეუძლიათ იდეალური სეგმენტებიდან.
სარეკლამო და შეხსენების რეკლამები
იმისთვის, რომ ბიზნესის მფლობელებს მეტი გაყიდონ ფასდაკლებით და პრომო კოდებით ამ სადღესასწაულო სეზონზე, Meta ახორციელებს სარეკლამო რეკლამებს უფრო მეტი რეკლამის განმთავსებლისთვის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში. მეტი რეკლამის განმთავსებელი შეძლებს გამოიყენოს Reminder რეკლამები და ატვირთოს კრეატიული რეკლამები რეკლამის მენეჯერში. გარდა ამისა, შეხსენების რეკლამები ახლა შესაძლებელია განთავსდეს Instagram Stories-ში.
ფეისბუქის და ინსტაგრამის გამოწერები რეკლამის გარეშე
Wall Street Journal-ის ცნობით, Meta იკვლევს ფასიანი ყოველთვიური გამოწერის მოდელს Facebook-ისა და Instagram-ის არასარეკლამო ვერსიებისთვის ევროკავშირში. ევროკავშირის კონფიდენციალურობის შესახებ ახალი კანონები ნამდვილად შემაფერხებელი იქნება, როდესაც საქმე ეხება ტარგეტირებულ რეკლამას. ამასთან, რა თქმა უნდა, ზოგიერთმა მომხმარებელმა შეიძლება გადაიხადოს ასეთ გამოცდილებაში, მაგრამ ადამიანების უმეტესობას ისედაც ჭარბად აქვს რეკლამებზე წვდომა, განსაკუთრებით თუ ისინი პერსონალიზებული და სასარგებლოა.
მრავლობითი პერსონალური პროფილი
Meta მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სხვადასხვა პერსონალური პროფილი, ინდივიდუალური უნიკალურობით, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ ორგანიზება და სეგმენტირებულად გაანაწილონ ფეისბუქზე ოპერირება. მოგეხსენებათ, ეს ადრე აკრძალული იყო და არაერთხელ დაიბლოკა მსგავსი პროფილები.
მრავალი პროფილის ქონას თავისი პლუსები აქვს. მას შეუძლია შექმნას ახალი მარკეტინგული შესაძლებლობები სეგმენტაციის გზით. ცალკეულ პროფილებს შეუძლიათ მიმართონ სხვადასხვა აუდიტორიას. ნიშურ სააგენტოებს შეუძლიათ მოარგონ პროფილების კონკრეტული ინდუსტრიების გარშემო და ა.შ.
ვერიფიცირებული ბიზნეს-ანგარიშები
მალე, Meta ბიზნესებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ვერიფიკაციის ნიშნები Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებისთვის. ყოველთვიური გამოწერის სერვისი $22-ია ერთი პლატფორმისთვის ან $35 ორივესთვის. ვერიფიცირებული ბიზნესები იღებენ უპირატესობებს, როგორიცაა ანგარიშის უსაფრთხოება, პრიორიტეტული მხარდაჭერა და გაზრდილი ხილვადობა ძიებებში. დამატებითი შეღავათები მორგებულია კომერციული გამოყენებისთვის, მათ შორის WhatsApp-ზე მომხმარებელთა მომსახურების ხელსაწყოები.
AI გამოცდილება
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სტიკერები
Meta გამოაქვეყნებს AI-ით შექმნილ სტიკერებს და რედაქტირების ხელსაწყოებს თავის აპებში მომდევნო თვის განმავლობაში, შერჩეული აუდიტორიისთვის Messenger-ზე, Instagram-ზე, Facebook Stories-სა და WhatsApp-ზე.
ასევე, გამოვა ახალი AI ასისტენტი, რომელიც Ray-Ban-ის სმარტ სათვალეებსა და Quest VR-ზე დაიტესტება.
წყარო: socialmediaexaminer