in

ფოტოებით მოთხრობილი ამბავი – რამდენ პლასტმასას ჭამ?

ბოლო 50 წლის განმავლობაში პლასტმასის წარმოება საგრძნობლად გაიზარდა და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კვლევების თანახმად, ჩვენ შესაძლოა, კვირაში ერთი საკრედიტო ბარათის ოდენობის პლასტმასს მივირთმევდეთ.

Reuters-ის საინფორმაციო სააგენტოს დასკვნით კი თვეში 4×2 ლეგო აგურის წონა პლასტმასს ვჭამთ. ერთ წელიწადში კი რაოდენობა მეხანძრის ჩაფხუტს უტოლდება. მოხმარების ამ ტემპით ყოველ ათწლეულში 2.5კგ. პლასტმასს მივიღებთ.

და შენ რამდენ პლასტმასს ჭამ?

დღეს გაქვს საჭმელად? ლეგოს სუში, საკრედიტო ბარათის ბურგერი თუ პლასტმასის მილის ღვეზელი?

ეს ყველაფერი შესაძლოა გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ეს ნათლად წარმოაჩენს პლასტმასის მიკროსკოპული ნაჭრების კუმულაციურ რაოდენობას, რომელსაც უკვე ყოველდღიურად მოვიხმართ.

„შუაღამის ხემსი“ – გაუძლებს კი, შოუს მონაწილე ცდუნებას და არ შეჭამს მავნე საკვებს?

„აუდის“ ASMR-კამპანია – ელექტრომობილის ვირტუალური მართვა სმენით