ტელევიზორის ყურება უკვე აღარ ნიშნავს მხოლოდ ტელევიზორის ყურებას. პლანშეტებისა და სმარტფონების ეპოქის დადგომის შემდეგ. 2000-იანი წლების ბოლოს, „მეორე ეკრანის“ გამოცდილება ახალ სტანდარტად იქცა. Netflix-ის Stranger Things-ის ახალი სეზონის პირდაპირ კომენტირება ან მისი ყურების დროს მაისურის ყიდვა უკვე რეფლექსური ქმედებაა მილიონობით ადამიანისთვის. YouGov-ის კვლევის თანახმად, ამერიკელების 91% რამდენჯერმე მაინც იყურება ტელეფონში, ტელევიზორის ყურების დროს. TikTok-ზე გაზრდილი თაობებისთვის ეს „ზოგჯერ“ უფრო დიდი რიცხვია. როგორც Saturday Night Live-ის მსახიობმა მაიკლ ლონგფელოუმ იხუმრა აპის აკრძალვის შესახებ: „ახლა რას ვუყურო, ფილმის პარალელურად?“
მიუხედავად იმისა, რომ ყურების ჩვევები დიდი ხანია ამ მიმართულებით ვითარდებოდა, რაც ახლახან შეიცვალა არის ის, რომ Netflix-მა, როგორც ჩანს, თავისი კონტენტი ამ ჩვევებს მოარგო, „მეორე ეკრანის“ გამოყენებისთვის ოპტიმიზაციის გზით.
ჟურნალ n+1-ში დეკემბერში გამოქვეყნებული სიღრმისეული კვლევა აღწერს, თუ როგორ შეცვალა სტრიმინგ სერვისმა ზოგიერთი თავისი ფილმისა და შოუს წარმოების პროცესი. უილ ტავლინი წერს: „რამდენიმე სცენარისტმა, რომლებიც სტრიმინგ სერვისისთვის მუშაობდნენ, მითხრეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელებისგან ხშირი შენიშვნაა ამ პერსონაჟმა უნდა განაცხადოს, რას აკეთებს, რათა მაყურებლებმა, რომლებსაც ეს პროგრამა ფონად აქვთ ჩართული, თვალი ადევნონ“.
ეს ტენდენცია სრულიად ცვლის შოუების შინაარსსა და ხარისხს, Netflix-ის სტრატეგიას და მის გავლენას მაყურებლის ქცევაზე. „ემბიენს ტელევიზიის“ კონცეფცია გულისხმობს ისეთი შოუების შემუშავებას, რომლებიც სასიამოვნოა, მაგრამ არ მოითხოვს მაყურებლისგან სრულ ჩართულობას.
ბოლო დროს ხშირად განიხილება, რომ სტრიმინგ სერვისები გადავიდნენ ფონური ყურებისთვის განკუთვნილი კონტენტის შექმნაზე. მსახიობები და რეჟისორები აღნიშნავენ, რომ მაყურებლები აქტიურად არიან ჩართულები „მეორე ეკრანის“ გარშემო ზუსტი უკუკავშირის მიცემაში. ახლახან, BBC-ის პოდკასტში “Stranger Things”-ის მსახიობმა დევიდ ჰარბორმა და წამყვანმა მიკიტა ოლივერმა „მეორე ეკრანის პიჩინგის“ პროცესის შესახებ ისაუბრეს. ოლივერმა ახსენა, რომ სტუდიები ისეთ იდეებს ითხოვენ, რომლებსაც ხალხი „თითქმის უგულებელყოფს“, რათა ტელეფონში ყურება შეძლონ.
Netflix, როგორც ჩანს, მზადაა ადაპტირდეს ასეთ იდეებზე. 2020 წელს, New Yorker-ის ჟურნალისტმა კაილ ჩაიკამ შემოიღო ტერმინი „ემბიენს ტელევიზია“ Netflix-ის ისეთი პროგრამების აღსაწერად, როგორიცაა მსუბუქი სიტკომი “Emily in Paris” და რეალითი შოუ “Dream Home Makeover” – შოუები, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ მაყურებლისგან ნულოვან ჩართულობას მოითხოვს. როგორც ჩანს, ჩვენ მართლაც შევაბიჯეთ „ემბიენს ერაში“, რომელიც ნებდება თქვენს სმარტფონს, შეჯიბრის ნაცვლად.
არაფერია თავისთავად ცუდი იმაში, რომ შექმნა „ემბიენს ტელევიზია“ მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გადაიტანოს ყურადღება TikTok-ის თვალიერების პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი პრესტიჟული შოუ კვლავ ცდილობს შექმნას სერიოზულად აღქმადი ხელოვნება, ზოგისთვის უფრო სასიამოვნოა ისეთი შოუები, რომლებსაც აქვთ გამბედაობა ერქვათ „მსუბუქი გართობა“, რომელიც ფონად შეიძლება ჩართოთ, სახლის საქმეების კეთების ან მძიმე დღის შემდეგ, დასვენების დროს. Netflix ასეთი ტიპის შოუებს წლების განმავლობაში ქმნიდა, სანამ The New Yorker მას ჟანრობრივ სახელს მიანიჭებდა. ეს არც Netflix-ის ფინანსურ შედეგებზე ასახულა უარყოფითად – კომპანიამ ახლახან გამოაქვეყნა მეოთხე კვარტლის შემოსავლები და 16%-იანი ზრდა აქვს წინა წელთან შედარებით, რასაც ხელი შეუწყო კიდევ 19 მილიონი ახალი გამომწერის დამატებამ, ამ კვარტალში.
Netflix, როგორც ჩანს, მართლაც აწვდის ხალხს იმას, რაც მისგან სურთ. თუმცა, კითხვა რჩება, კომპანია მხოლოდ ზოგიერთ თავის ორიგინალურ კონტენტს არგებს უკეთესი ფონური ყურებისთვის თუ ეს ესთეტიკა მის მთავარ მიმზიდველობად იქცევა?
წყარო: Fastcompany