ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ, როგორ აღიქვამენ სამყაროს ის ადამიანები, ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ? ხელოვანმა ფილიპ ბარნოუმ ახლომხედველობასთან დაკავშირებული თავისი წარმოდგენები ორიგინალური პროექტის სახით წარმოადგინა. ერთი შეხედვით ფილიპის ნამუშევრები ჩვეულებრივ უფოკუსო ფოტოებს ჰგავს, თუმცა, რეალურად, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებია.