in

როგორ აქვეითებს შემოქმედებით უნარებს ყველაფერზე “კის” თქმა

უარის თქმის კულტურა ბევრ ადამიანს არ აქვს – ისინი ფიქრობენ, რომ უარით ბევრს დააშავებენ და სხვა ადამიანის თვალში დამცირდებიან. ამ ლოგიკით მსჯელობას კი ხშირად საზიანო შედეგი მოაქვს იმისთვის, ვინც გამუდმებით “კის” ამბობს. შესაძლოა, უარის ვერ თქმამ თქვენთვის მნიშვნელოვან გეგმებზე, მიზნებსა თუ სურვილებზე უარის თქმა გამოიწვიოს. მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ადამიანში კრეატიულ უნარებს ახშობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარ მომენტებში სხვა ადამიანები და სიტუაციები გვმართავენ და არა – პირიქით. ამიტომაც, სანამ დადებით პასუხს ვიტყოდეთ, საჭიროა, კარგად გავიაზროთ, ამ პასუხს ჩვენთვის რა შედეგის მოტანა შეუძლია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სანამ ამ ჩვევას გადავეჩვეოდეთ, პირველ რიგში, საჭიროა, რომ გავიაზროთ – საკუთარ თავებს პატივი უნდა ვცეთ და ხშირად პრიორიტეტად ის უნდა ვაქციოთ, თუკი გვსურს ჩვენ მიერ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, ამისთვის რჩევებს გთავაზობთ:

მიეჩვიეთ არასასიამოვნო სიტუაციებს

მას მერე, რაც ზოგიერთ, ჩვენთვის არასასურველ პროექტს უარს ვეტყვით, მეტი დრო და რესურსი დარჩება საიმისოდ, რომ ჩვენთვის სასურველი პროექტები განვახორციელოთ. ამიტომაც, იმისთვის, რომ უარის თქმა ისწავლოთ, საჭიროა, კარგად გაიაზროთ, რატომ უნდა თქვათ ის. ნუღარ გააკეთებთ თქვენთვის არასასურველ დაშვებებს და ნუღარ ეტყვით თავს, რომ ამ ერთხელაც გააკეთებთ ამას. დაიწყეთ ეს პროცესი და რაც უფრო ხშირად იტყვით მას, უფრო მიეჩვევით და გაგიჯდებათ უარის თქმის კულტურა.

ისწავლეთ იმის შესრულება, რაც ნამდვილად საჭიროა

თქვენი თანამშრომლისთვის არაფერია, 5 წუთით დახმარება გთხოვოთ, თუმცა, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანისგან ეს ბევრჯერ მეორდება ხოლმე. ამიტომაც, იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, თუ რამდენ ადამიანს გაუწევთ დახმარებას, არამედ იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია თქვენთვის ამ მომენტში მსგავსი ქმედება. კარგად დაფიქრდით, სხვების დახმარებით თქვენს საქმიანობას ხომ არ აზიანებთ? გაანალიზეთ, რა დროს გართმევთ დღის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები? აირჩიეთ ის საქმე, რაც აუცილებლად გასაკეთებელი გაქვთ, პირველ რიგში და მხოლოდ მას მერე აკეთეთ სხვა, ნაკლებ-პრიორიტეტული.

მიმართეთ ოპტიმიზმს

მაშინ, როდესაც უარის თქმა გიწევთ, იფიქრეთ ოპტიმისტურად – რომ თქვენივე უარით ხშირად დადებით შედეგებს გამოიწვევთ, უფრო მეტად არგებთ მას, რისკენაც მიილტვით. დაფიქრდით შედეგებზე, რომელსაც დიდი ხანია ელით და ამგვარად უარის თქმა გაგიმარტივდებათ. ოპტიმიზმი ერთგვარად “წყალს უსხამს” მსგავსად ქმედებას და რეალურ ეფექტს წარმოაჩენს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, თუკი უარს ვიტყვით.

წყარო: Fast Company



2023 წლისთვის იაპონია ხის სატელიტებს ორბიტაზე გაგზავნის

თერმოქრომული ფანჯარა, რომელიც მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის