in

როგორ ვთხოვოთ ჩვენს უფროსს უფრო მოქნილი გრაფიკი სამსახურში?

პანდემიამ უამრავ ბიზნესს შეუწყო ხელი, გადაეაზრებინა, რეალურად, როგორია პროდუქტიული სამუშაო გრაფიკი და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას მივაღწიოთ. ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მრავალი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ რაც უფრო მოქნილი გრაფიკით მუშაობს ადამიანი, უფრო ხარისხიანად ასრულებს საქმეს და უფრო მეტად ბედნიერია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, მოქნილი გრაფიკი ხშირად არც თუ ისე მარტივად ხელმისაწვდომია. ხანდახან ძალიან გვიჭირს და გვეუხერხულება ჩვენზე მორგებული გრაფიკით ვიმუშაოთ. თუმცა, რასაკვირველია, არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ამას მოახერხებთ.

ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, სწორედ ამ გზებზე მოგითხროთ:

იმუშავეთ შესანიშნავად

სამსახური ორმხრივ გაცვლას ეფუძნება – კომპანიაც და თანამშრომელიც ერთმანეთისგან სარგებელს უნდა იღებდნენ. იმისთვის, რომ თქვენზე მორგებული გრაფიკი მოითხოვოთ, საჭიროა, რომ სანაცვლოდ რაღაც გააკეთოთ. კონკრეტულად კი, საჭიროა, რომ შესანიშნავად უნდა იმუშაოთ და თქვენი უფროსი თქვენი პროდუქტიულობით კმაყოფილი დატოვოთ.

პირდაპირ თხოვნა

მანამ, სანამ თქვენს უფროსს მოქნილი გრაფიკისთვის მიმართავდეთ, ჯერ საკუთარ თავთან განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ და რა რაოდენობით. დარწმუნებული იყავით, რა დონეზე გსურთ, რომ თქვენი სამუშაო მოგერგოთ. იქნებ დილის 9 სთ-მდე გსურთ მუშაობის დაწყება, რომ შემდგომ ბავშვი სკოლაში მშვიდად გააცილოთ, ან იქნებ ღამე გირჩევნიათ მუშაობა, თუკი თავს უფრო პროდუქტიულად გრძნობთ ამ დროს. იყავით კონკრეტული და კონკრეტულად უთხარით თქვენს უფროსს რა გჭირდებათ.

გაითვალისწინეთ კომპანია და თქვენი გუნდი

სამუშაო ყოველთვის ბალანსია კომპანიის, თქვენი და თქვენი გუნდის წევრების. ამიტომაც, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენს ქმედებას თქვენი გუნდის წევრებზე დომინოს ეფექტი ექნება. ამიტომაც, სანამ მოქნილ გრაფიკს მოითხოვთ, ჯერ კარგად განსაზღვრეთ, რამდენად ერგება ის თქვენს გუნდს და კომპანიას და თუკი ერგება და მისთვის უფრო სასარგებლოც იქნება, კარგად აუხსენით ეს თქვენს უფროსს.

ღია კომუნიკაცია

მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ძირითადად, მაღალი რგოლის წარმომადგენლებისგან ნდობის შედეგია. დარწმუნდით, რომ გამჭვირვალე ხართ თქვენი მენეჯერისა და თქვენი გუნდის წევრების მიმართ. იყავით მუდამ ხელმისაწვდომი და ხშირად გქონდეთ კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობთ კონკრეტულ მომენტში. 

არ გადააბიჯოთ ზღვარს

თქვენ შეიძლება დაგრთონ იმის ნება, რომ მოქნილად იმუშაოთ, თუმცა, ეცადეთ, არ გადააბიჯოთ ზღვარს. ხშირად მსგავსი რეჟიმით მუშაობა ნირვანას ჰგავს და ამასობაში ყველაფერი გვავიწყდება. ნუ მოაკლებთ მზრუნველობასა და ყურადღებას გუნდის წევრებს. შეინარჩუნეთ ანალოგიური ურთიერთობა უფროსობასთანაც. დაანახეთ, რომ მსგავსი რეჟიმით მუშაობისას არაფერი იცვლება.

წყარო: Fast Company



ასტრონომებმა ცის უდიდესი რუკა შექმნეს – წარმოდგენილია ერთ მილიარდზე მეტი გალაქტიკა

iPhone 13 სავარაუდოდ ასტროფოტოგრაფიის საშუალებას მოგვცემს