18
Oct
2019

გადამწვარი გუნდის წევრები – ანუ როგორ უნდა დაეხმაროს ლიდერი თანამშრომლებს

18 Oct 2019

სწრაფად მზარდ კომპანიებში თანამშრომლების “გადაწვა” სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. რეჟიმი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გადიან, მრავალ დეტალზე კონცენტრირება და რუტინა მათ იმგვარად ღლის, რომ ბოლოს არაპროდუქტიულები ხდებიან. ლიდერებს ამგვარ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი უჭირავთ. ასეთ დროს, ლიდერები ვალდებულები არიან, გადაახალისონ რუტინა, სწორად გადაანაწილონ საქმიანობა, მორალურად გვერდით დაუდგნენ გუნდის წევრებს და გააძლიერონ ისინი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ 5 გზას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ასეთ შემთხვევაში ლიდერები გუნდის წევრებს:

კარგი იქნება, თუ გუნდის წევრთა როლებს უკეთ განსაზღვრავთ. 

კვლევების თანახმად, თანამშრომელთა მხოლოდ 60%-მა იცის, თუ რას მოელიან სამსახურში მისგან. შესაბამისად ისინი, ვინც არ იციან, თუ რას მოელიან მათგან, ცდილობენ, ყველანაირ საქმიანობას მოედონ, არაფერი გამორჩეთ იმისთვის, რომ საყვედური არ დაიმსახურონ. ამგვარ საქმეებზე კი ისინი დიდ დროს ხარჯავენ, რაც ლოგიკურად, ზრდის მათ დაღლილობას და ამცირებს ენერგიას. სწორედ ამიტომ, ლიდერებმა უნდა განუსაზღვრონ თანამშრომლებს, თუ რას მოელიან მათგან, რათა თავიდან აირიდონ გადამწვარი თანამშრომლები.

ზუსტად განსაზღვრეთ და მარტივად გამოთქვით ორგანიზაციული პრიორიტეტები. 

კარგი იქნება, თუ თანამშრომლების წინაშე ორგანიზაციულ პრიორიტეტებს გამოყოფთ. ამით უკეთ გააგებინებთ მათ, თუ რაზე უნდა ორიენტირდნენ და მიმართონ თავიანთი ენერგია. ასევე, აუცილებელია, მარტივი, გასაგები ენით ესაუბროთ, რათა ზუსტად გაიგონ, რას ითხოვთ მათგან.

გუნდის წევრებთან ერთად განიხილეთ კონკრეტული მომენტი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება განსაზღვროთ ის, თუ რა არის კომპანიის პრიორიტეტი, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. თავისუფლად შეიძლება, რომ პრიორიტეტის განსაზღვრიდან ერთ თვეში სხვა რამეზე ფოკუსირება გახდეს საჭირო. ამიტომაც, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად დასხედით თქვენს გუნდის წევრებთან ერთად და განიხილეთ, კონკრეტულ მომენტში რა, როგორ და რატომ არის საჭირო.

იყავით თანმიმდევრული

ძალიან ბევრი ლიდერი იღლება ერთი და იმავე მესიჯის/მითითების გამეორებით. რეალურად კი, ეს იმიტომ ხდება, რომ ლიდერები ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ თავიანთი გუნდის წევრებს. ხშირად ხდება ისე, რომ ისინი თანამშრომლებთან ზუსტად იმ ენაზე საუბრობენ, რომლითაც მაღალ პოზიციებზე მყოფ პირებს ესაუბრებიან. ერთი და იმავეს გამეორება კი ზუსტად ამიტომ უწევთ. თუკი თქვენ თქვენი გუნდის წევრებს გასაგებად და თანმიმდევრულად გაესაუბრებით, ნაკლებად მოგიწევთ, ამ პრობლემას შეეჩეხოთ.

ასწავლეთ თქვენი გუნდის წევრებს “არას” თქმა

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შეგიძლიათ, თქვენი გუნდის წევრებს ასწავლოთ, “არას” თქმაა. კარგი იქნება, თუ ისინი ახალ შემოთავაზებებს 1-დან 10-მდე სკალით შეაფასებენ და კონკრეტულ კრიტერიუმებს დააწესებენ, რის მიხედვითაც უკეთ გაიგებენ, უღირთ თუ არა ახალ შემოთავაზებაზე დათანხმება.

წყარო: Inc



განხილვა