in

როგორ ავირიდოთ რამდენიმე საქმის ერთად კეთება დისტანციური მუშაობისას

ყველამ კარგად ვიცით, რომ რამდენიმე საქმის კეთება ჩვენს პროდუქტიულობას ანადგურებს. პანდემიამ და დისტანციურმა მუშაობის რეჟიმმა კი, უამრავი ადამიანი, ფაქტობრივად, იძულებული გახადა, რომ ამ სირთულეს შეჭიდებოდა. დისტანციური მუშაობის დროს ჩვენს სამუშაო გარემოს ვიზიარებთ ჩვენს მეუღლეებთან, მშობლებთან ან შვილებთან ერთად, რაც თითქმის გარდაუვალს ხდის რამდენიმე საქმესთან ერთდროულად შეჭიდებას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აქ მოცემულია სამი რჩევა, რომლებიც სახლიდან ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ:

დაგეგმვისთვის არასდროსაა გვიან

შეხედეთ თქვენს სამუშაო სივრცეს ცოტა შორიდან და გააანალიზეთ გონებაში, რა გიშლით ხელს საიმისოდ, რომ ეფექტურად აკეთოთ თქვენი საქმე. ჩამოწერეთ გონებაში ის სირთულეები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებით. შემდეგ შეხედეთ იმ ინტერიერს, რომელში მუშაობაც გიწევთ და დაფიქრდით, მისი შეცვლით – თუნდაც სკამის გამოცვლით, მაგიდის გადადგმით, ფანჯრის გაღებით ხომ არ მოგვარდება თქვენი პრობლემები. აუცილებლად გაითავისეთ ის, რომ არასდროსაა გვიანი დაგეგმვისთვის და რომ ხშირად მსგავსი პრობლემები სულ მარტივად შეგვიძლია, მოვაგვაროთ.

იკმარეთ ცოტა

მეორე, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ იყოთ რეალისტი იმის შესახებ, თუ რამდენის კეთება შეგიძლიათ. თუ ცდილობთ იმუშაოთ, ასევე დაეხმაროთ მცირეწლოვან ბავშვებს სახლიდან სკოლამდე მისვლაში, ბუნებრივია, ვერ იქნებით ისეთი პროდუქტიული, როგორც ადრე. გარდა ამისა, მთელი ეს სიტუაცია სტრესულია. ბოლოს და ბოლოს, ხომ პანდემიაა. მსგავსი სტრესის დროს კი ფოკუსირება ისედაც რთულია და პროდუქტიულობის დონე იკლებს.

იმის ნაცვლად, რომ ეცადოთ, მაგიდაზე მიჯაჭვული იყოთ, მოაწესრიგეთ ჩვენი საქმიანობის ჩამონათვალი ექვს კატეგორიად. პირველი, დახაზეთ ხაზი გვერდის ცენტრში ზემოდან ქვემოთ. მარცხნივ დაწერეთ ის ამოცანები, რომელთა შესრულებაც გჭირდებათ, რომლებიც თქვენგან ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მარჯვნივ ჩამოთვალეთ ის დავალებები, რომლებიც მოითხოვს დროს, მაგრამ არა 110%-იან ძალისხმევას.

შემდეგ, დაყავით გვერდი მესამედებად. მესამე მესამედი არის ამოცანები, რომელთა შესრულება 5-10 წუთში შეგიძლიათ. შუა მესამედი არის ამოცანები, რომელთა შესრულება შეგიძლიათ ნახევარ საათში. ქვედა მესამედი მოითხოვს 30 წუთზე მეტს.

ახლა კი დაფიქრდით, რომელი გრაფების შევსება შეგიძლიათ დღის განმავლობაში.

და ბოლოს, იყავით შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ. თუ კონკრეტულ დღეს 6-ივე გრაფის შევსებას ვერ ასწრებთ, არაუშავს. სტრესი უფრო მეტად შეგიშლით ხელს სხვა დანარჩენი საქმეების შესრულებაში.

და ბოლოს, ორიენტირდით მარტივზე

სახლიდან მუშაობის პირობებში ყველაზე რთული ისაა, რომ უამრავი დეტალზე გადაგვაქვს ყურადღება. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ტელევიზორი ან მობილური, დასარეცხი ჭურჭელი თუ გასარეცხი სამოსი და ა.შ რეალურად, სახლში ყოფნისას ენერგიის დიდი ნაწილი ამგვარ საქმეებს მიაქვთ. ამიტომაც, საჭიროა, რაიმე მასშტაბურის კი არა, სწორედ ამ ელემენტარული საქმეების ორგანიზება დაიწყოთ და ისე გადაალაგ-გადმოალაგოთ ეს საქმეები, რომ თქვენი ენერგია ეფექტურად განაწილდეს.

წყარო: Fast Company



მოუსმინეთ, როგორია ჩიტების რეაქცია ფლეიტაზე – WWF-ის კამპანია

როგორ უნდა გამოასწოროთ თქვენს რეზიუმეში არსებული ხარვეზები?