13
Aug
2019

მასტერკლასი – როგორ დავიწყოთ ტრენერობა? 

13 Aug 2019

14 სექტემბერს, 16:00-დან 18:30 საათამდე, ტექნოპარკში ტარდება მასტერკლასი – როგორ დავიწყოთ ტრენერობა? ღონისძიების ორგანიზატორია ტრენერთა ასოციაცია.

„ ასეთი მასტერკლასი საქართველოში პირველად ტარდება და განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტრენერობით, ან არის დამწყები ტრენერი და სურს, მეტი გაიგოს ამ თემაზე“.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდება თორნიკე გურულის მასტერკლასი ტრენერობით დაინტერესებული პირებისთვის. გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსიები:

„მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოში ყველაზე გამოცდილი, მრავალწლიანი, პირველი ტრენინგ ცენტრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ისაუბრებენ, როგორ დაიწყო ტრენინგების სფერო საქართველოში და სად ვართ დღეს? გარდა ამისა, ისინი დამწყებ ტრენერებს პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ“.

ტრენერთა ასოციაცია, აუდიტორიას, გააცნობს ტრენერის კომპეტენციების მოდულსა და ასოციაციის შესაძლებლობებს დამწყები ტრენერებისთვის. ასევე, განიხილავენ სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და პრაქტიკულ გზამკვლევს.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე უნდა გაიარონ.

[R]

განხილვა