in

როგორ ვიყოთ უფრო მომთმენები?

მადლიერება და მოთმინება ყოველთვის არ მოდის მარტივად – განსაკუთრებით რთულ, სტარტაპის შექმნის საწყის ეტაპზე. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ადამიანის ერთი თვისება შესაძლოა ბუნებრივად აძლიერებდეს მეორეს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ შემდეგში, როცა სიბრაზეს იგრძნობთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Association for Psychological Science-ის ვებ – გვერდზე განთავსებული ბლოგის თანახმად, მადლიერი დამოკიდებულება შეიძლება მოთმინების უნარის ზრდის საშუალება გახდეს. მადლიერება და ბედნიერება ხშირად ძალიან დიდ და დადებით გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენ ხანს შევძლებთ ლოდინს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის, კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტისა და ჩრდილო – აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. მათ სთხოვეს ერთ ჯგუფს გაეხსენებინათ მოვლენა, რაც მათ ბედნიერებას ან კმაყოფილებას ანიჭებდა, მეორე ჯგუფს დაევალა აღეწერა მომენტი, როცა მათ მადლიერების შეგრძნება გაუჩნდათ, ხოლო საკონტროლო ჯგუფს უთხრეს, რომ უბრალოდ ტიპური დღის შესახებ დაეწერათ.

შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს კითხვების სერიას, რომლებიც შემუშავდა მათი მოთმინების დონის შესაფასებლად. მათ ჰკითხეს, აიღებდნენ ახლა ისინი გარკვეულ თანხას, თუ მოგვიანებით უფრო მეტ თანხას დაელოდებოდნენ.

როგორც აღმოჩნდა, შედეგებმა ცხადჰყო, რომ ის ორი ჯგუფი, რომლებსაც ნაკლებად სასიამოვნო თემების დაწერა მოუხდათ, თანახმა იყო, ახლა აეღო მცირედი, ვიდრე მომავალში მეტს დალოდებოდა. ამ ორ ჯგუფთან შედარებით, მოხალისეებში, რომლებიც წერდნენ მადლიერების შესახებ, გამოვლინდა, რომ ისინი დაელოდებოდნენ მომავალში უფრო მეტ თანხას და არსებულით არ დაკმაყოფილდებოდნენ.

კორელაცია, რომელიც მივიღეთ, ამგვარია: ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას, მადლიერებას განიცდიან, უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, იცადონ და უკეთესი შედეგი მიიღონ. ისინი კი, ვინც ნაკლებად მადლიერი ან ბედნიერია, არსებულით კმაყოფილდება და მომავალს აღარ უყურებს. ამიტომაც, როდესაც საკუთარ თავს შეამჩნევთ, რომ ბრაზით ხართ სავსე და საოცნებო მომავალი გსურთ, რომ მალე დადგეს, პირველ რიგში თქვენგან ის უარყოფითი შეგრძნებები გაუშვით, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. იყავით მრავალი დეტალით ბედნიერი და მადლიერი და მოთმინებაც თავისთავად მოვა.

წყარო: Inc



აჭარის ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალი „Soundspring” უბრუნდება

შექმენი შენი ივენთი და გაყიდე ონლაინ TKT-ზე!