in

როგორ განვიახლოთ დაკარგული ოპტიმიზმი?

საკმაოდ რთული პერიოდია საიმისოდ, რომ ოპტიმისტად დარჩეთ. პანდემიის, რეცესიისა და ამდენ პროტესტს შორის ბიზნესი და ცხოვრება ცოტათი ბუნდოვანი ჩანს. თუმცა, რა ძალიან რთულიც არ უნდა იყოს პოზიტივის შენარჩუნება, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს ძალიან საჭირო რამაა.
განსხვავებით სხვა ცოცხალი არსებებისგან, ადამიანებს აქვთ უნარი, წინაღობებს მოდუნების საშუალება არ მისცენ და მათ წინააღმდეგ იბრძოლონ. სწორედ ამგვარ ადამიანებს ეწოდებათ ოპტიმისტები.

ოპტიმიზმი უნარია, რომლის სწავლაც შესაძლებელია.

ბევრი ჩვენგანი ოპტიმიზმს პიროვნულ თვისებად აღიქვამს, რომელიც ბავშვობიდანვე ან გვაქვს ან არ გვაქვს. გარკვეულწილად, ეს მართალია – ჭიქას ნახევრად სავსედ აღიქვამთ თუ ნახევრად ცარიელად, ამას ნაწილობრივ გენეტიკური და სხვა ფაქტორები აკონტროლებენ.

თუმცა, პესიმიზმი ზოგჯერ შეიძლება, მოგებიანი იყოს. როდესაც სარისკო  გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, უარყოფით შედეგებზე ფიქრი და მათი გათვალისწინება საკმაოდ ჭკვიანურია. “როდესაც წარუმატებლობის ღირებულება დიდი და კატასტროფულია, საერთოდაც არ გჭირდებათ ოპტიმისტური უნარები,” – განმარტავს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მარტინ სელიგმენი.

თუმცა უკვე მაშინ, როცა ცხოვრებამ უამრავი უკან დასახევი ნაბიჯი გადაგადგმევინათ, დროა ოპტიმიზმი წინა პლანზე გადმოწიოთ და მისით იხელმძღვანელოთ. ზემოხსენებული ფსიქოლოგის კვლევამ აჩვენა, რომ ეს სწორედ ის უანარია, რომლის სწავლაც თავისუფლად შეიძლება.

ოპტიმიზმის გასაღები არის ის, თუ როგორ შეცვლით თქვენს აზროვნებას სასიკეთოდ და პრობლემებს არა დრამატულ, არამედ საინტერესო ახსნას მოუძებნით. ოპტიმისტებს გამოსდით, წარუმატებლობები და გამოწვევები აღიქვან, როგორც:

  • ცვალებადი: თქვენ არ დაგიშვიათ შეცდომა იმიტომ, რომ მუდმივად სულელი ან არაკომპეტენტური ხართ. თქვენი ეს შემთხვევა კონკრეტულმა და ერთჯერადმა ფაქტორებმა გადაწყვიტა.
  • კონტროლირებადი: მომავალში სხვაგვარ გზას მიმართავთ საიმისოდ, რომ სხვაგვარი შედეგი მიიღოთ. 
  • დროებითი: როდესაც თავში ნეგატიური ფიქრები მოგდით, სამყარო მუქ ფერებში გეჩვენებათ. ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი – ვგულისხმობთ ნეგატიურ ფიქრებს, ლიმიტირებულია და მუდამ ასე არ იფიქრებთ.

”თუ ოპტიმიზმს ჩავთვლით თვისებად, ტემპერამენტის ნაწილად, რომელიც ჩვენ დაბადებიდანვე თან დაგვყვა, გამოდის, რომ ოპტიმისტური ხედვა მიუწვდომელია მათთვის, ვისაც ეს თვისება არ აქვს. თუმცა, რეალურად, ეს ასე არ არის. ოპტიმიზმის ადგილი ნებისმიერი ადამიანის გონებაშია და ამ თვისების შეძენა არც თუ ისე რთული რამაა,” – ამბობს სელიგმენი.

ახლა ხომ ის დროა, როცა ყველა ჩვენგანს ძალიან გვჭირდება ოპტიმიზმის დიდი ტალღა.

წყარო: Inc



„შენი ზაფხული Myhome-თან ერთად” – „ფორმულასა“ და Myhome-ს ერთობლივი რუბრიკა

“ვერასოდეს შექმნი რაღაც საკულტოს, თუკი ამას წინასწარ გეგმავ”! – ბენდ a-ha-ს წევრები Volkswagen-ის კამპანიაში