in

როგორ ვიყოთ შესამჩნევი მაშინ, როცა დისტანციურად ვმუშაობთ?

ოფისში მუშაობისას თავის გამოჩენა და აქტიურობა უფრო მეტად მარტივია. თუმცა, ახლა, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობაზეა გადასული, რთულია, უფროსებისთვის ვიყოთ იმგვარადვე შესამჩნევები, როგორც ამას ადრე ვახერხებდით. შესაბამისად, ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება, უფრო მეტად მიზანმიმართულები ვიყოთ და უფრო მეტად ვიაქტიუროთ. მაგრამ როგორ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეცვალეთ თქვენი ხედვა

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ოფისში ყოფნა ძალიან ბევრ რამეს წყვეტს ურთიერთობების კუთხით, რეალურად, ნებისმიერი თანამშრომელი დისტანციური გუნდის წევრია. რეალურად ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი აზრები და საქმიანობაა და არა ჩვენი ფიზიკურობა. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ამ კუთხით შეცვლით ხედვას და საკუთარ თავს მხოლოდ უხილავ გუნდის წევრად არ აღიქვამთ. ეს დაგეხმარებათ, საქმიანობა იმგვარადვე გააგრძლოთ, როგორც ამას არადისტანციურ რეჟიმში ახერხებდით. ამისათვის არაა აუცილებელი ის ადამიანი იყოთ, რომელიც ზუმის შეხვედრების დროს მუდმივად საკუთარ თავზე ილაპარაკებს. პირიქით, იყავით ეთიკური და საქმიანი იმგვარადვე, როგორც ეს ადრე იყო.

იქონიეთ ხილვადობის სტრატეგია

დისტანციური მუშაობის რეჟიმში საკმაოდ ბევრი თანამშრომელი “იკარგება”. ხილვადობის სტრატეგია კი გულისხმობს სამსახურში სათანადო პროაქტიულობას იმ მიზნით, რომ ისინი შემჩეულები იყვნენ უფროსების მიერ. Joblist-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 36%-ს აქვს ხილვადობის სტრატეგია შემუშავებული.

აღნიშნული სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა აქტივობას – იქნება ეს უფროსების მიზნების გარკვევით დაწყებული, მათთვის ხშირი შეკითხვების დასმით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სურთ ლიდერებს, რა განზრახვები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით და შედეგად, დავსვათ რელევანტური შეკითხვები.

“რა შემიძლია ამ მომენტში გუნდისთვის გავაკეთო?”, “შეგიძლიათ უკუკავშირი დამიბრუნოთ ჩემ მიერ შესრულებული საქმის გარშემო?”, “რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ?”  და ა.შ ეს კითხვები დაგეხმარებათ, თქვენი გუნდის წევრებს და ლიდერებს აგრძნობინოთ, რომ დისტანციურად მუშაობის განმავლობაში პრიორიტეტად კვლავაც რჩება სამსახური.

Joblist- ის გამოკითხვის თანახმად, თანამშრომლების ხილვადობის ყველაზე ეფექტური გზა ახალი იდეების შეთავაზებაა, ასევე, კოლეგების დახმარება სამუშაოს შესრულებაში და სხვადასხვა საქმიანობაში მოხალისეობა. დასაქმებულთა 41% დარწმუნებულია, რომ ისინი მუდმივად არიან პროექტებში ჩართული და მათი პროექტები წარმატებულია, 37.4% ეხმარება კოლეგებს დამატებითი სამუშაოს შესრულებაში, ხოლო 36.5% ცდლიობს მცირე დეტალებზე იყოს ორიენტირებული.

მსგავსი ქმედებები ეფექტურად უსვამს ხაზს თანამშრომლის დამოკიდებულებებს, მოტივაციას, ზრუნვას კომპანიაზე. ხილვადობა მართლაც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სხვების მხარდაჭერასთან. ამიტომაც, თუკი გსურთ, იყოთ შესამჩნევი, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

წყარო: Fast Company


ინტერნეტ ქსელი 32 წლისაა – მსოფლიოს მესამედს ჯერ კიდევ არ აქვს მასზე წვდომა

SLICE IT – პლატფორმა, რომელიც გურმანებსა და მზარეულებს ერთმანეთთან დააკავშირებს