in

როგორ გავიუმჯობესოთ წერისა და კომუნიკაციის უნარი?

კარგ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითქმის ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და ახლა, როდესაც უფრო მეტად ციფრულ კომუნიკაციაზე ვართ გადასული, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს წერილობით შეტყობინებებს ჩვენთვისვე სასურველი გავლენისა და შედეგის მოტანა შეუძლია.

თუ თქვენ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც ამჟამად COVID-19-ით გამოწვეული შედეგების გამო უმუშევარი დარჩა, ან იმ საზოგადოების ნაწილი ხართ, რომელიც კვლავაც დასაქმებულია, მაგრამ სახლიდან მუშაობს, დიდი შანსია იმის, რომ დღის განმავლობაში თავისუფალი დრო ჭარბად გექნებათ. ამ დროის პროდუქტიულად გამოყენების ერთ-ერთი გზა კი წერის უნარებზე მუშაობაა.

დაიმახსოვრეთ, რომ კარგად წერა იმგვარადვეა დამოკიდებული ტექნიკურ ასპექტებზე (როგორიცაა მაგალითად, გრამატიკა), როგორც შინაარსობრივ, არატექნიკურ მხარეზე (მაგ: გულწრფელობა, დამარწმუნებელი მსჯელობა). თუკი წერის ყველა ასპექტს გააუმჯობესებთ, თქვენს სიტყვებს თქვენსავე სამუშაოზე და თანამშრომლებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლება.

დაუთმეთ ყოველდღიურად 10 წუთი შემოქმედებითად წერას

მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი წერა შეიძლება არ იყოს დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან, ეს მართლაც შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ლექსიკის გასაფართოებლად და ზოგადად წერის უნარების გასავითარებლად. თქვენი შემოქმედებითი წერის უნარების გასაუმჯობესებლად ერთი მარტივი გზა არსებობს: სხვადასხვა რელევანტური პროგრამის ჩამოტვირთვა მობილურში, მაგალითად, Writing Prompts (Android) ან Daily Prompt (Apple). ყოველდღიურად შემოქმედებითად წერის მხოლოდ 10 წუთიც კი დაგეხმარებათ, შექმნათ უფრო შემოქმედებითი პერსპექტივა მუშაობისთვის.

განავითარეთ დამარწმუნებელი წერის სტილი

LinkedIn– ის 2020 წლის იმ უნარების ჩამონათვალი, რაც კომპანიებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მოიცავს დარწმუნების უნარს, რაც ასევე იყო 2019 წლის სიაში. როგორც დენა პეტმა, LinkedIn-ის ბრენდის მარკეტინგის მენეჯერმა განმარტა: ”ლიდერები და მენეჯერები სამსახურში ახალი კადრის აყვანისას აფასებენ იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ახსნან “რატომ?”, მათ უნდა ჰქონდეთ უნარი, დაამტკიცონ კომპანიის უპირატესობა.” ამიტომაც, ხშირად იფიქრეთ ამ კითხვაზე, ახსენით კონკრეტული ქეისები გონებაში დამაჯერებლად და იმუშავეთ ამ კუთხით საკუთარ თავზე. ხშირად წერეთ სამოტივაციო წერილები, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში ნამდვილად გამოგადგებათ.

გახდით უკეთესი ამბის მთხრობელი

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი წერითი ამბის თხრობის უნარები, ხშირად უნდა უსმინოთ “სთენდაფერ” კომიკოსებს. მათ კარგი წერის უნარები აქვთ, რადგანაც მათი მიზანი ყურადღების მიპყრობაა ძალიან საინტერესო ამბების მოყოლით. ეს აუცილებლად გამოგადგებათ თუნდაც მარკეტინგული ქოფის წერისას ან თქვენი იდეის უფროსთან წარდგენისას.

გაიუმჯობესეთ გრამატიკის ცოდნა

დამაჯერებელი შეტყობინება ვერ მოახდენს გავლენას, თუკი ტექსტი გრამატიკულ შეცდომებს მოიცავს. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ონლაინ პროგრამა, რომელიც ტექსტში გრამატიკულ შეცდომებს ასწორებს. ეს პროგრამები გეხმარებათ, კარგად “გაწმინდოთ” ტექსტი მანამ, სანამ ადრესატთან გაგზავნით.

თუმცა, აღნიშული პროგრამების გარეშეც აუცილებელია გრამატიკის ცოდნა, რადგანაც ეს ისეთი რამაა, რაზეც არ ვიცით, სად, როგორ და როდის დაგვეხმარება. როდესაც თქვენს ტექსტს შეცდომების საპოვნელად დააკოპირებთ ამ პროგრამაში, დააკვირდით ამ შეცდომებს და ეცადეთ, რომ სამომავლოდ ეს შეცდომები აღარ დაუშვათ.

წყარო: Fast Company



კრიზისთან გამკლავება თანამშრომლებზე ზრუნვიდან იწყება! – COVID-19 „ეივონ საქართველოს“ პერსპექტივიდან

IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის – „ფილიპ მორის საქართველო“