in

რას აკეთებს ფრილანსერი ქოფირაითერი?

ფეისბუქ ჯგუფებში ხშირად წააწყდებით პოსტებს, სადაც ადამიანები ინტერესდებიან, როგორ დაიწყონ ქოფირაითერული კარიერა, ფრილანსზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია ბრიტანულ გამოცდილებაზეა აგებული, ვფიქრობთ, მაინც დაგეხმარებათ ზოგადი წარმოდგენის შექმნაში ან სულ მცირე, იმის გაგებაში, საერთაშორისო ბაზარზე როგორ მუშაობენ ფრილანსერები.

ვინ არის ფრილანს ქოფირაითერი? ის წერს კომერციულ ტექსტებს და ამ სერვისს სთავაზობს დამკვეთებს. ფრილანს ქოფირაითერი შეიძლება თანამშრომლობდეს უშუალოდ დამკვეთებთან ან ჰყავდეს შუამავლები, როგორიცაა სააგენტოები ან ონლაინ პლატფორმები.

Freelance-ის მიერ შექმნილი ტექსტი შეიძლება გამოიყენონ რეკლამებში, ვებგვერდებსა და ციფრულ მედიაში, ბეჭდურ მასალებში ან სადმე სხვაგან, მაგრამ მას ყოველთვის აქვს გარკვეული პრაქტიკული მიზანი, მაგალითად გაყიდვების ზრდა ან უბრალოდ, ინფორმაციის მიწოდება.

სარეკლამო ინდუსტრიაში „ქოფირაითერს“ უწოდებენ იმ ადამიანებს აღსანიშნავად, რომლებიც ქმნიან ქოფის მარკეტინგული მიზნებისთვის. მარკეტინგში ის აღნიშნავს ყველას, ვინც წერს კომერციულად, ან აწარმოებს კონტენტს ონლაინ სივრცისთვის.

ონლაინ სივრცეში, კონტენტ მარკეტინგისა და მთლიანობაში, რეკლამის ზრდამ წაშალა ზღვარი „ქოფირაითერსა“ და „ჟურნალისტებს“ შორის. ზოგადად, ჟურნალისტები წერენ სარედაქციო კონტენტს და აწვდიან გამომცემლებს (მაშინაც კი, თუ მათ მიერ წარმოებული კონტენტი რომელიმე ბრენდს ეხება), თავის მხრივ, ქოფირაითერი წერენ მარკეტინგულ კონტენტს ბრენდის შესახებ და ეს კონტენტი ბრენდის მფლობელობაში გადადის.

რატომ გახდე ფრილანს ქოფირაითერი?

ხელმისაწვდომობა. კოპირაიტინგში ჩართვის ბარიერები პრაქტიკულად არ არსებობს. თქვენ არ გჭირდებათ კონკრეტული კვალიფიკაცია, სპეციალური აღჭურვილობა ან თუნდაც, რაიმე პროგრამული უზრუნველყოფა, Word-ის გარდა. თუკი ტელეფონი და კომპიუტერი მზად გაქვთ, შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს.

მოქნილობა. მაშინაც კი, როცა ფრილანსზე მუშაობთ, მაინც უნდა გააკეთოთ ის, რაც დამკვეთებს სურთ და ამის შემდეგ მიიღებთ ანაზღაურებას. ფრილანს ცხოვრება გთავაზობთ მოქნილად მუშაობის დიდ შესაძლებლობებს, რაც საშუალებას გაძლევთ დააბალანსოთ სამუშაო, დასვენება და ოჯახი ისე, როგორც თავად გსურთ. შეგიძლიათ იმუშაოთ კაფეში ან თქვენს ეზოში, ან თუნდაც გახდეთ ციფრული მომთაბარე. ესაა მომენტი, როცა თქვენ არ გჭირდებათ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ მოგწონთ.

დიაპაზონი. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერი სიდიდის დამკვეთთან, ნებისმიერ ინდუსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტისა და სკაიპის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ საშუალება თქვენი წერის უნარები გამოიყენოთ არამხოლოდ მშობლიურ ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც, რაც უზარმაზარი არეალია თქვენთვის.

გავლენა. თქვენ მიერ დაწერილმა ქოფიმ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მარკეტინგულ კამპანიებზე და მცირე დამკვეთებისთვის, შეიძლება გავლენა იქონიოს მთელი კომპანიის ბედზეც კი. თუ თქვენ დაეხმარებით დამკვეთს იდეის ან გზავნილის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ისინი თავად ვერ აგნებდნენ, მაგალითად პროდუქტის სახელის ან სლოგანის მოფიქრებაში, ის სამუდამოდ მადლიერი დაგრჩებათ.

მრავალფეროვნება. ფრილანს ქოფირაითერის კარიერა შეიძლება მოიცავდეს დამკვეთების, პროექტებისა და სტილის უზარმაზარ ასორტიმენტს. შეიძლება დილით წერდეთ ჩიფსებზე მრავალეროვნული ორგანიზაციისთვის, დღის მეორე ნახევარში კი დაივინგის გაკვეთილებზე. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მეწარმეებს, მენეჯერებსა და მარკეტერებს ყველა დონეზე, თითოეულს კომუნიკაციის თავისებური პრობლემა აქვს გადასაჭრელი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამუშაო უფრო მეტად დაგაინტერესებთ, ვიდრე სხვები, საერთო მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ თავისუფალი კოპირაითერის ცხოვრება არასოდეს არის მოსაწყენი.

კრეატიულობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამუშაოა ან ვინაა დამკვეთი, ყოველთვის არის საშუალება, რომ შეამატოთ სიცოცხლე და სიხალისე თქვენი ნაწერით. იდეების გამოხატვის ახალი და დასამახსოვრებელი გზების პოვნა არასოდეს ძველდება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ ფრილანს ქოფირაითერისთვის.

რაზე მუშაობენ ფრილანს ქოფირაითერები?

წერენ ყველაფერს, წერა სჭირდება – ბროშურები, პრესრელიზები, პროდუქტის სახელმძღვანელოები, პროდუქტის შეფუთვა, ონლაინ პროდუქტის აღწერა, ვებგვერდები, სტატიები, სოციალური მედიის კონტენტი, გაყიდვების ტექსტები, ელ.ფოსტის გზავნილები, სატელეფონო სკრიპტები, ვიდეო სკრიპტები, ინტერვიუები, ხშირად დასმული კითხვები, სახელმძღვანელოები და სხვა.

ეს საქმე მოიცავს საინტერესო, დასამახსოვრებელი იდეების მოფიქრებას სარეკლამო კამპანიებისთვის. კონცეფცია შეიძლება შეიცავდეს სურათებს, ვიდეოს ან დიზაინს, ისევე როგორც თავად სიტყვებს. ზოგიერთი რეკლამისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს სიტყვები, უბრალოდ იდეა. ბევრი ქოფირაითერი მუშაობს დიზაინერთან ან სამხატვრო დირექტორთან ერთად, შემოქმედებით გუნდში, იყენებს მათ დამატებით ვიზუალურ და ვერბალურ უნარებს იდეების დასახვეწად.

ონლაინ ქოფირაითინგი გულისხმობს წერას ვებგვერდებისთვის და სხვა ციფრული არხებისთვის. ის შეიძლება შეიცავდეს კომპანიების საკუთარ კორპორაციულ ვებგვერდებს, ასევე სტატიებს, ყველაფერს, რაც დამზადებულია „კონტენტ მარკეტინგის“ ქვეშ. თქვენ უნდა შეგეძლოთ მკითხველის ინტერესი შეინარჩუნოთ , რომელიც წაახალისებს წაკითხვასა და სწრაფ ნავიგაციას. ასევე, უნდა გქონდეთ კონტენტის სტრუქტურირება ისე, რომ ვიზიტორებს გაუადვილდეთ საიტის გამოყენება.

სოციალური მედია ქოფირაითინგი ნიშნავს კონტენტის შექმნას სოციალური არხებისთვის, როგორიცაა Twitter და Facebook. ეს კონტენტი უნდა იპყრობდეს ყურადღებას, იყოს დასამახსოვრებელი, გასაზიარებელი და მოკლე. ხშირად, სჭირდება იუმორით, რათა გაზარდოს ჩართულობა. ასევე, სჭირდება ბრენდების ან პროდუქტების პოპულარიზაცია ისე, რომ ხალხისთვის არ იყოს მოსაწყენი ან გამაღიზიანებელი.

SEO ქოფირაითერი არის წერის სპეციფიკური ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საძიებო სისტემებში ვებგვერდების ხილვადობის მაქსიმიზაციას. თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ როგორ არის კოდირებული ვებგვერდები და როგორ აანალიზებენ საძიებო სისტემები მათ კონტენტს. ეს ტენდენცია მუდმივად იცვლება, რადგან Google ანახლებს თავის ალგორითმს, SEO-ს ქოფირაითერის სპეციალიზაცია ნიშნავს უახლესი ტენდენციების სისწრაფეს.

კონტენტ მარკეტინგი არის უნივერსალური ტერმინი კონტენტისთვის, რომელსაც ბრენდები აწარმოებენ მომხმარებლების ინფორმირების, ხელმძღვანელობის ან გასართობად, მათთვის პირდაპირ მიყიდვის გარეშე. იდეა ისაა, რომ ადამიანები კითხულობენ კონტენტს, მას მიიჩნევენ ღირებულად და აქვთ პოზიტიური აზრი იმ ბრენდის შესახებ, რომელმაც იგი უზრუნველყო. თქვენ გჭირდებათ ინფორმაციის კვლევისა და ორგანიზების უნარები, რათა იგი მკითხველისთვის აქტუალური გახადოთ და აკურატულად მიმართოთ ისინი ბრენდისკენ, აშკარა გაყიდვის გარეშე. კონტენტ მარკეტინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული SEO-სთან.

ტექნიკური წერა არის ნებისმიერი ტიპის წერა, რომელიც მოითხოვს მეცნიერების ან ტექნოლოგიის კონკრეტული სფეროს ცოდნას. მაგალითად, ტექნიკურმა მწერალმა შეიძლება იმუშაოს ინსტრუქციებზე, პროგრამული უზრუნველყოფის სახელმძღვანელოებზე. ტექნიკური მწერლები შეიძლება სპეციალიზდნენ კონკრეტულ სფეროებში და საკმაოდ ანაზღაურებადიც არიან, რადგან მათი გამოცდილება შედარებით დეფიციტურია. ტექნიკურ მწერლებს სჭირდებათ რთული საგნების გარკვევით და ლაკონურად ახსნის უნარი და კონტენტის ეფექტურად სტრუქტურირება წაკითხვისა და ნავიგაციისთვის.

 

წყარო: abccopywriting

7 მეთოდი, რომლითაც გუნდს ფოკუსირებაში დაეხმარებით

Adidas – გმირი, რომელიც თავისთავად ასოცირდება წარმატებასთან