in

როგორ გავიძლიეროთ ფოკუსირების უნარი?

დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გვეგონა, რომ დისტანციურად მუშაობა მხოლოდ ორი კვირით ან ცოტა მეტით მოგვიწევდა. ადამიანებს, რომლებსაც გაუმართლათ და ამ ძალიან დაძაბულ პერიოდში მოახერხეს სამსახურის შენარჩუნება, მოუწიათ შეგუებოდნენ სრულად დისტანციურ რეჟიმს, რაც არც თუ ისე მარტივი იყო ბევრი მათგანისთვის. გასული წელი თითქმის ყველასთვის ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ რთული პერიოდი გვაქვს გადასალახი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მსგავსად დაძაბულ სიტუაციაში ყველაზე რთული, რისი მიღწევაც ყველას გვჭირდება, კონცენტრირების უნარია. ამ სტატიაში გვსურს წარმოგიდგინოთ სამი რჩევა, რომლებიც ამ უნარის გაძლიერებაში დაგეხმარებათ:

ეცადეთ აირიდოთ ყველაფერი, რაც თქვენს გონებას ფანტავს

ეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ, რა არის ის, რაც თქვენს გონებას ფანტავს და ფოკუსირების საშუალებას არ გაძლევთ? როდესაც მათ აღმოაჩენთ, აუცილებლად ეცადეთ, რომ მათ “თავიანთი ადგილი მიუჩინოთ.” თუკი ხვდებით, რომ თქვენი ოჯახის წევრების ხმაური გიშლით ხელს, მიხურეთ კარი, თუკი ეს მეზობლის რემონტის ხმაა, მაშინ ყურსასმენები მოირგეთ. ხშირად ხმაურის ფონზე მაინც ვმუშაობთ და ნერვებს ვიღიზიანებთ. თუ უბრალოდ არ გამოდის ამ ხმაურის შეჩერება, მაშინ სხვა ადგილას მოთავსდით.

ფოკუსირდით ერთ კონკრეტულ საქმეზე

რამდენიმე საქმეზე ერთდროულად კონცენტრირება ხშირად კიდევ უფრო გვიბნევს გონებას. ჩვენი ყურადღება მრავალი მიმართულებით იფანტება და საქმის შესასრულებლად, როგორც წესი, უფრო მეტი დრო გვჭირდება ხოლმე. ამიტომაც, აუცილებლად შეეცადეთ, თქვენი გონება ერთი კონკრეტული საქმისკენ მიმართოთ და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ სხვა საქმეზე. ასევე გირჩევთ, რომ საქმე პრიორიტეტებად დაალაგოთ და ამ პრიორიტეტების მეშვეობით გაანაწილოთ მათი მიმდევრობა.

აუცილებლად დაასვენეთ გონება

ჩვენს გონებას რობოტის უნარები არ აქვს და სწორედ ამიტომ, საჭიროა, მას შესვენების ნებაც მივცეთ. ამიტომაც, დღის განმავლობაში აუცილებლად შეარჩიეთ მომენტები, როცა გონებას დასვენების შესაძლებლობას მისცემთ.

და მაინც, როგორ დავასვენოთ გონება? ამისათვის სამი გზა არსებობს: 1. იმოძრავეთ – თქვენს მოძრაობას თქვენი ტვინი განსაზღვრავს და ამიტომაც მოძრაობით გონების გადართვას უზრუნველვყოფთ. 2. ჰიდრატაცია – ეს აძლიერებს ჩვენი გონების მუშაობის სიჩქარეს, 3. ისუნთქეთ – ხშირად სწორედ იმიტომ ვერ ვმუშაობთ ნაყოფიერად, რომ საამისოდ არასწორი პოზა გვაქვს შერჩეული. ეცადეთ, ისეთი პოზა შეარჩიოთ, რომ ფილტვებს სრულყოფილად მიეწოდოს ჟანგბადი, რაც აუცილებლად გახსნის თქვენს გონებას.

და ბოლოს, თუკი უბრალოდ კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, ნუ დაძრახავთ ამის გამო საკუთარ თავს. საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოგვიხდა, რის გამოც კონცენტრირების უნარის გარდა, ბევრი სხვა უნარიც დაქვეითებულია. უბრალოდ იმუშავეთ თქვენს თავზე ამ რჩევების შესაბამისად და შედეგს აუცილებლად იხილავთ.

წყარო: Fast Company



YouTube Shorts-ს ახალი, TikTok-ის მსგავსი ფუნქციები ემატება!

Google-ის ახალი Nest Hub თქვენს ძილს დააკვირდება