in

როგორ დავძლიოთ ნეგატიური გამოცდილებები

უარყოფითი აზრების ციკლის შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ექსპრესიული წერა.

როდესაც ტოქსიკურ ურთიერთობას ან სამუშაო გარემოს თავს დავაღწევთ, ფსიქიკური გამოჯანსაღებისთვის, როგორც წესი, საჭიროა ხოლმე განვლილი პროცესის გაანალიზება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ემოციურ შედეგებზე მუშაობა
რთული და ნეგატიური გამოცდილება ყოველთვის ტოვებს ემოციურ კვალს. პირველი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთოთ, არის იმის გარკვევა, საიდან მოდის ეს ემოციები.

უარყოფითი აზრების ციკლის შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ექსპრესიული წერა. როგორც ფსიქოლოგმა ჯეიმი პენებაკერმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რთულ ან ტრავმულ მოვლენებზე წერის დროს, თქვენს აზრებსა და გრძნობებზე ფოკუსირება მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან შფოთვას ამ მოვლენებზე.

შეცდომებზე სწავლა
ზოგიერთი რთული გამოცდილება მართლაც შემთხვევითია. მაგალითად, ბავშვობაში, შესაძლოა, ვინმეს გამოუცდია ჭექა-ქუხილის დროს ცუდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ ზრდასრულობაში წვიმის შიშად გარდაქმნილიყო. ეს შემთხვევითია.

მაგრამ ცხოვრების უმეტეს სხვა სიტუაციებში, თუ რაიმე ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამაში წვლილი თავადაც მიგვიძღვის ხოლმე. მაგალითად, მოსალოდნელი პრობლემის გამაფრთხილებლების ვერშენიშვნა, დაუდევრად მოქცევა, შედეგად, სარისკო სიტუაციაში თავის ამოყოფა.

თუმცა საჭიროა აღიარება, რომ შეცდომა დაუშვით, ამაზე პასუხისმგებლობის აღება და შემდეგ სწავლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პროცესის მიზანია, გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც არასწორად მოხდა და შედეგად, სამომავლოდ, იგივე აღარ გაიმეოროთ.

პატიება დასავიწყებლად
მას შემდეგ, რაც გამოიკვლევთ, რა მოხდა წარსულში, შეგიძლიათ, არჩევანი გააკეთოთ, გააგრძელებთ, თუ არა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნას, რომლებსაც დღევანდელი პერსპექტივიდან ვეღარ ენდობით. როდესაც თქვენ აბსოლუტურად არ შეგიძლიათ ენდოთ ვინმეს, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომას არ გაიმეორებს, მაშინ მასთან კავშირის გაწყვეტა გონივრული არჩევანია.

თუ აპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას ისეთ ადამიანთან, ვინც წარსულში პრობლემას გიქმნიდათ, ამის პატიება მოგიწევთ. შენდობის ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ის დაგეხმარებათ დაივიწყოთ დეტალები, რაც წარსულში არასწორად მოხდა.

ფოკუსირება მომავალზე
თქვენი წარსული გამოცდილება აკონტროლებს თქვენს მომავალ ქმედებებს. შეიძლება რთული იყოს სამომავლო მიზნებში პროგრესის მიღწევა, როდესაც შენს აზრებსა და ემოციებს მეტწილად წარსულში მომხდარი რამ განაპირობებს.

იქნება დღეები, როცა უბრალოდ, გენდომებათ გაბრაზება წარსულში მომხდარზე ან ამაზე ვინმესთან საუბარი, თუმცა ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ფოკუსირება ყველაფერზე, რაც მომავალში უნდა მოხდეს.

სტრესმა და შფოთვამ შეიძლება გაართულოს რაიმე სამუშაოს შესრულება. მაგრამ ჩვევის გამომუშავება, რომ ყურადღება გაამახვილოთ მომავალზე, როდესაც წარსულის ტკივილს გახსენებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაჩვეულებრივი გამოსავალია.



Uber და Walgreens კორონავირუსის ვაქცინის უფასო ტრანპორტირებას განახორციელებენ

“ვეფხისტყაოსნის” ბანქოს ამბავი