in

როგორ გავუმკლავდეთ ხელმძღვანელის პასიურობას

არავის სიამოვნებს ისეთ უფროსთან მუშაობა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს და მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული. ხშირად, მოტივაციას გვაძლევს გარკვეული ავტონომიურობა, რათა მიზნებს შინაგანი ნიჭის საფუძველზე და არა მხოლოდ გარე უკუკავშირითა და მითითებებით. თუმცა, როდესაც თქვენი უფროსი პასიურად არის ჩართული ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში, დამოუკიდებლობით გამოწვეული სიხარული შეიძლება მალე გადაიზარდოს შეშფოთებაში. პასიურმა ხელმძღვანელობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუცხოების გრძნობა, სამსახურით უკმაყოფილება და სტრესიც კი.

პასიური უფროსები წარმოადგენენ ლიდერობის უკიდურეს და უარეს ფორმას. თქვენი ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, სწორედ ის ადამიანია თქვენს კომპანიაში, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს თქვენს მომავალ დაწინაურებაზე. გაურკვევლობამ, დაგიჭერენ თუ არა მხარს, როდესაც კარიერული შესაძლებლობები გამოჩნდება, შეიძლება გაართულოს თქვენი წინსვლა.

როგორ გავუმკლავდეთ პასიურ ხელმძღვანელს?

პროდუქტიულად მუშაობა და პროფესიული ზრდა, ხელმძღვანელის არყოფნის პირობებში, დიდი პრობლემაა. თუმცა, თუ ამ სტრატეგიებს გამოიყენებთ და თქვენს ორგანიზაციულ ღირებულებას გაზრდით, მისი არყოფნის დროს, უკეთესი შანსი გექნებათ, თქვენი კარიერული გეზის კონტროლისთვის.

დაადგინეთ, მხოლოდ თქვენთან ხდება ასე თუ სხვებსაც აქვთ მსგავსი სიტუაცია

თუ თქვენს ხელმძღვანელს, თქვენ გარდა, სხვა პირდაპირი დაქვემდებარებული თანამშრომლებიც ჰყავს, ესაუბრეთ ამ კოლეგებს და გაიგეთ, რა გამოცდილება აქვთ მათ თქვენს მენეჯერთან. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ისინიც იმავეს გრძნობენ. შესაძლებელია, არსებობს კიდეც შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მათ ქცევას. რა თქმა უნდა, ეს არ წყვეტს პასიურობით გამოწვეულ პრობლემას, მაგრამ შეიძლება გამოწვევებით სავსე სიტუაციის გამკლავებისკენ გიბიძგოთ.

იქნებ, თქვენს მენეჯერს დადებითი განზრახვა აქვს?

გადაერთეთ ემპათიურ აზროვნებაზე, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, თქვენ რომ ყოფილიყავით თქვენი ხელმძღვანელის ადგილას. ხომ არ ყოფილა ბოლო დროს ისეთი ცვლილებები კომპანიაში ან მათ ცხოვრებაში, რამაც ნაწილობრივ შეიძლება ახსნას ეს სიტუაცია?

დააზუსტეთ კონკრეტული საკითხები თქვენს ხელმძღვანელთან

კარგი იქნება გააკეთოთ კითხვების, პრობლემების ან საჭიროებების სია, შემდეგ კი ზუსტად ითხოვოთ ის, რაც გჭირდებათ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როდესაც თქვენს მენეჯერთან საუბარს შეძლებთ. როდესაც თქვენმა უფროსმა იცის, რას ითხოვთ კონკრეტულად და რამდენ დროს წაიღებს ეს, უფრო სავარაუდოა, რომ გამოყოს დრო და მზად იყოს საჭირო ინფორმაციისა და რესურსების მოსაწოდებლად.

შეიძლება კვირაში მხოლოდ ნახევარი საათი გქონდეთ ხელმძღვანელთან სასაუბროდ. იფიქრეთ იმ დროზე, რაც გაქვთ და როგორ ურჩევნია თქვენს უფროსს ურთიერთობა, შემდეგ იფიქრეთ იმაზე, რომ შესაბამისად მოითხოვოთ რაც გჭირდებათ. განაგრძეთ თქვენი წარმატებების დოკუმენტირება, რომ გქონდეთ ჩანაწერი იმისა, თუ როგორ ვითარდებით და რა შედეგებს აღწევთ, რომელიც შეგიძლიათ უჩვენოთ თქვენს უფროსს, საჭიროების შემთხვევაში.

იყავით თანმიმდევრული და დისციპლინირებული. ნუ ელოდებით, რომ მხოლოდ ერთი იმეილით შემოიფარგლებით. გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომ წარმოადგინოთ თქვენი საჭიროებების სია, როცა შემთხვევით მაინც ნახავთ ხელმძღვანელს. ეს შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი ჩანდეს და გერიდებოდეთ კიდეც, მაგრამ უკეთესია, ვიდრე მათი არყოფნის გამო პროგრესის შეფერხება.

შეხვდით თქვენს უფროსს იქ, სადაც ისინი არიან

თქვენსა და უფროსს შორის უფსკრულის დაძლევის მცდელობისას, კარგი იქნება იმის გაცნობიერება, ეს დისტანცია მანძილიდან გამომდინარეა, ემოციური დატვირთვა აქვს თუ ორივე ერთადაა. თუ ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობა დისტანციურმა სამუშაო გარემომ ან სხვა ცვლილებამ გაართულა, ცადეთ შესთავაზოთ ყოველკვირეული ვიდეოზარი. ასე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ საკუთარი ხილვადობა ისე, რომ ზედმეტად არ დატვირთოთ მათი განრიგი.

შეეგუეთ თქვენი უფროსის სტილს. დააკვირდით, რა მომენტებში არიან უფრო ჩართულები და როდის – ნაკლებად. შეიძლება ასე უფრო პროაქტიულად შესთავაზოთ დახმარება იმ საკითხებზე, რაც მათთვის ყველაზე გადაუდებელია.

თუ თქვენ შორის დისტანცია უფრო ურთიერთობის ნაკლებობაა, მნიშვნელოვანია გაააქტიუროთ თქვენი ემოციური ინტელექტი და იკომუნიკაციოთ თვითშეგნებითა და ცნობისმოყვარეობით, ნაცვლად ჩვეულებრივი small talk-ისა.

როგორც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევა აჩვენებს, ფიზიკური სიახლოვე ორგანიზაციებში ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ჯანსაღი, პროდუქტიული გუნდებისთვის მენტალური და ემოციური სიახლოვე აუცილებელია. თქვენსა და თქვენს უფროსს შორის ფსიქოლოგიური დისტანციის შესამცირებლად საჭიროა ისეთი საუბრების შექმნა, რომლებიც, სხვა რამეებთან ერთად, ხელს უწყობს სიახლოვესა და მიზანმიმართულობას.

წყარო: Fastcompany

LinkedIn-ს თქვენთვის გამოწვევა აქვს — გამოდით კომფორტის ზონიდან!

AI ყავარჯენი დემენციის მქონე მოხუცებს სოციალიზაციაში ეხმარება