in

როგორ გავუმკლავდეთ გაურკვევლობის შიშს?

გაურკვევლობა ძალიან რთულად გასამკლავებელი რამაა და ეს კიდევ უფრო კარგად დამტკიცდა იმ დროებაში, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება. ხომ გქონიათ მომენტი, რაიმე სიმპტომის გამოვლენა Covid-19 რომ გგონებიათ და სრულ ქაოსსა და გაუგებრობაში გადავარდნილხართ. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ბევრად უკეთ უმკლავდება გაურკვევლობას ვიდრე ისინი, ვინც გამუდმებით ამაზე ფიქრობს. არსებობენ ადამიანები, რომელთა ემოციური ფონი ბევრად უფრო მძაფრია, რის შედეგადაც, ნებისმიერ გაურკვეველ წამსა თუ წუთში ძლიერი ღელვა და სტრესი ეწყებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ უნდა დავძლიოთ გაურკვევლობის შიში?

მიეჩვიეთ გაურკვევლობას

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ყოველდღიურად ხვდებიან გაურკვეველ სიტუაციებს, ჩვენ ხშირად ვერიდებით გაურკვეველ, დისკომფორტულ შეგრძნებებს. როდესაც არ იცით, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალება, ან სწრაფადვე იძიებთ დახმარების გზებს, ან უბრალოდ აჭიანურებთ ამ პროცესს.

იმისთვის, რომ გაურკვევლობა თქვენთვის ასე საშიში და გადაულახავი არ იყოს, საჭიროა, მას მიეჩვიოთ. ეს არაა მარტივი და სწრაფი პროცესი – ნელ-ნელა უნდა უბიძგოთ საკუთარ თავს, რომ დაძლიოთ გაურკვევლობის შიში. ამისათვის კი საჭიროა, ჩააყენოთ თქვენი თავი გაურკვეველ სიტუაციებში – წახვიდეთ კონცერტზე დაუგეგმავად, ისე რომ არ ნახოთ მისი პროგრამა და სხვა დეტალები, თუნდაც GPS-ის გარეშე გაიკვლიოთ გზა, როცა სადმე მიდიხართ და ა.შ

გადაწონეთ გაურკვევლობა რაიმე დიდი მიზნით

რიტა ლევი-მონტალჩინი პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერი იყო, რომელსაც იტალიაში ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამალვა მოუწია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან საკუთარი მშობლების საძინებელში შექმნა ლაბორატორია, რომელშიც უჯრედების ზრდას სწავლობდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მისმა მიზანმა, აღმოეჩინა და შეესწავლა რაღაც ახალი, აბსოლუტურად გააქრო ის გაურკვევლობისა და ბუნდოვანების შეგრძნება, რომელიც მის მიმალვას სდევდა თან.

რა აძლევს თქვენს ცხოვრებას მნიშვნელობას? ცხოვრების აზრის აღმოჩენა დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გაურკვევლობას და მასთან დაკავშირებულ სტრესსა და ღელვას.

იფიქრეთ იმაზე, რომ აბსოლუტურად გარკვეული ამ ცხოვრებაში არაფერია

ცხოვრებაში არაფერია გარკვეული. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამ ფაქტზე ფიქრს, მით უფრო ადვილი იქნება ამის წინაშე დგომა. უფრო მეტიც, ცხოვრებაში ყველაფრის პროგნოზირებისა და კონტროლის განმეორებითმა მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები.ცივილიზაციის დიდი პროგრესის მიუხედავად, კაცობრიობის აბსოლუტური კონტროლი მის გარემოსა და ბედზე მაინც ფანტაზიაა. ამიტომაც, ნუ ჩაიშხამებთ ცხოვრების ყველაზე კარგ დღეებს მომავალ გაურკვევლობებზე ფიქრით – ისიამოვნეთ არსებულით და ეცადეთ მიეჩვიოთ იმას, რომ გაურკვევლობა ცხოვრების თანმდევი რამაა.

წყარო: Fast Company



სტუდენტობიდან ახალი გამოწვევებისა და პროფესიული განვითარების გზაზე

Tesla, მომდევნო კვირაში, Full Self Driving-ის ბეტა ვერსიას უშვებს