22
Nov
2019

როგორ გავაღვივოთ კომპანიის კულტურა?

22 Nov 2019

ბევრი ლიდერისთვის კომპანიის კულტურის გაღვივება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა კომპანიებს ყველაფრის რეპლიკაცია შეუძლიათ, გარდა კომპანიის კულტურისა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ისაა, რაც ყველა კომპანიისთვის უნიკალურია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუკი საზოგადოებას კულტურის განმარტებას მოვთხოვთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ხშირად ასოცირებენ ამ სიტყვას პინგ პონგის მაგიდებთან, უფასო “სნექებთან”, სეკრეტ სანტასთან და ა.შ დიახ, მათი აზრით სამსახურის კულტურა ამ ყველაფერთან ასოცირდება. რეალურად კი, კულტურა კომპანიის დნმ-ია და ის, თუ როგორ ხორციელდება ნებისმიერი საქმიანობა ორგანიზაციაში. ეს სწორედ ის მომენტია, თუ რას აკეთებთ მაშინ, როცა არავინ გიყურებთ. ასე რომ, ლიდერებისთვის აუცილებელია, ჩამოაყალიბონ სწორი კულტურა დასაწყისიდანვე და კომპანიის ზრდის პროცესში მუდმივად იყვნენ მასზე ფოკუსირებული.

საამისოდ, სამ გზას გთავაზობთ:

შეკრიბეთ ყველა თქვენი თანამშრომელი იმისთვის, რომ ერთად განსაზღვროთ რას ნიშნავს კომპანიის კულტურა

როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ აზრს კომპანიის კულტურის შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს, ისინი უფრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან მას. საკმაოდ ბევრ კომპანიას რაღაც პერიოდულობით აქვს სპეციალური შეხვედრები, რომლებზეც ამ თემის შესახებ საუბრობენ ხოლმე. ხშირად კომპანიის ერთიანი კულტურის ჩამოყალიბება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ მის შესახებ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. სწორედ ამიტომაა საჭირო ერთმანეთში აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომ საბოლოო კონცეფტამდე მივიდეს გუნდი. რის შემდეგაც ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას ამ საკითხს.

როდესაც საქმე ახალი თანამშრომლის აყვანაზე, დაწინაურებაზე ან სხვა ორგანიზაციულ საქმიანობაზე მიდგა, დააყენეთ კომპანიის კულტურა პირველ ადგილზე

კომპანიაში არსებულ ტალანტზე ზრუნვა თანამშრომლის აყვანიდან მის გაშვებამდე მენეჯერების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. სწორედ ამ დროს სხვა თანამშრომლები სხვადასხვა სუბიექტურ მოსაზრებას ამბობენ ხოლმე. ამიტომაც, საჭიროა, ამ პროცესს ყველა თანამშრომელი შეუერთდეს, რათა მათ შეაფასონ ამა თუ იმ კანდიდატის კულტურული ღირებულებები. ეს არაფერ შუაშია იმასთან, კანდიდატი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მთავარია რამდენად შეესაბამება მისი კულტურული თვისებები კომპანიის კულტურას.

იყავით კომპანიის კულტურის “role-model”

როგორც მენეჯერს ან აღმასრულებელ დირექტორს, ყოველთვის მოგიწევთ იმ პროცესში ყოფნა, რომელიც თანამშრომლების მხრიდან თქვენი გადაწყვეტილებების განსჯასა და დატესტვას გულისხმობს. თქვენი გუნდი შეამოწმებს იმას, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი გადაწყვეტილება კომპანიის კულტურას.

თუნდაც მაშინ, როდესაც რომელიმე პიროვნების თანამშრომლად აყვანა გსურთ, ძალიან მოგწონთ ის, როგორც კანდიდატი, თუმცა, მისი რომელიმე ღირებულება კომპანიის კულტურას არ შეესაბამება, არ უნდა დაიქირავოთ ამგვარი თანამშრომელი. პირველ რიგში თქვენ უნდა იზრუნოთ ამ კულტურაზე, რათა გუნდის წევრებს თქვენი მაგალითით ჩამოუყალიბდეთ მასზე ზრუნვის ვალდებულება. და თუკი თქვენ არასწორ მაგალითს მისცემთ მათ, მაშინ შედეგიც შესაბამისი იქნება.

კულტურას შეუძლია, იყოს ძლიერი იარაღი ყველაზე რთულ პერიოდებში. ამიტომაც, მისი პოზიტიურად და ჯანსაღად განვითარება/გაღვივება კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

წყარო: Inc



განხილვა