in

როგორ მოვძებნოთ სამსახური 2021 წელს – რჩევები

2020 წელი მთავრდება და 2021 წელს სუფთა გონებით უნდა შევხვდეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური ამ წელს, ბევრიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, წამოვიდა სამუშაოდან. ახალი წელი კი ყველას გონებაში რაღაც ახლის დასწყისად გვესახება. იქნებ სწორედ ეს წელი იყოს თქვენი ახალი, კარიერული ნაბიჯის წელი? იმისთვის, რომ 2021 წელს სამსახური იპოვოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მოამზადოთ. ამისთვის კი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოყავით დრო საკუთარ თავზე ფიქრისთვის

დაუსვით თავს შემდეგი შეკითხვები:

  • რისი კეთება მსურს?
  • რატომ მსურს ამის კეთება?
  • როგორ მივაღწევ სასურველ საქმიანობამდე?

აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ამბიციის ფარგლები. ყველა ამ კითხვაზე ფიქრი დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ ის გზა და ხერხები, რომლითაც თქვენ ამ საქმემდე მიაღწევთ. სასურველი სამსახურის პოვნა არც ისე მარტივია და ხშირად, სასურველად ის გვესახება, რაც აქამდე არასდროს გვიკეთებია. ნუ შეგაფერხებთ ეს მოცემულობა და ნუ მოიკლებთ თვითრწმენას მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენთვის სასურველ საქმიანობაში გამოცდილება არ გაქვთ.

ამავე თვითრწმენის ამაღლებაში დაგეხმარებათ წარსულ გამოცდილებაზე ფიქრიც. კარგად გაიაზრეთ თქვენი ადრინდელი გამოცდილება – სად დაუშვით შეცდომა, როდის მოიქეცით სწორად და ა.შ შემდეგ კი დაარწმუნეთ თავი, რომ ნებისმიერი გამოცდილება მისაღებია, რადგანაც ყველა ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები.

გახადეთ თქვენი თავისუფალი დრო აქტიური

საკუთარ თავზე ფიქრის დროს აუცილებლად დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრსაც, თუ როგორ გახადოთ თქვენი თავისუფალი დრო ნაყოფიერი. ასეთი დრო სწორედ რომ სამსახურის ძიებისთვის გამოიყენეთ, ხოლო სამსახურის ძიება კი თქვენს პერსონალურ პროექტად დასახეთ. საამისოდ კი იზრუნეთ თქვენი Linkedin-ის განახლებაზე, რეზიუმეს გაუმჯობესებაზე, სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებაზე, ან სასურველი კურსის გავლასა და სერთიფიკატის აღებაზე.

არ უთხრათ გამსაუბრებლებს ის, რისი მოსმენაც მათ სურთ

კიდევ ერთი რჩევა, რაც სამსახურის ძიების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ უთხრათ თქვენს გამსაუბრებლებს ის, რისი მოსმენაც სურთ. აუცილებლად იყავით გულწრფელი თქვენი გამოცდილებებისა და კარიერული ხარვეზების შესახებ, რადგანაც გამსაუბრებლებსაც კარგად ესმით ეს ხარვეზები.

აუცილებლად იყავით თავდაჯერებულიც. თუ თქვენ გაკლიათ ეს უნარი, მაშინ გასაუბრებამდე აუცილებლად დასახეთ გეგმა, რომლითაც გამსაუბრებლებს საკუთარ თავს გააცნობთ. თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს ადრე, ახსენით, თუ რატომ მოხდა ეს. თუკი თქვენთვის ახალ სფეროში გსურთ საქმიანობის დაწყება, ესეც ახსენით. დაარწმუნეთ გამსაუბრებლები, რომ თქვენ ამ პერიოდში საკმაოდ “გაიზარდეთ” და მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის.

წყარო: Fast Company



უორენ ბაფეტმა საახალწლოდ ნათესავებს 10 000 დოლარის ღირებულების აქციები აჩუქა

გლემპინგ სასტუმროების დასაჯავშნი ქართული პლატფორმა – Pompok