in

როგორ გავიგოთ, რამდენად ეთიკური ლიდერი ვართ?

დღევანდელი სამეფო წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ძველი მეფეები აბსოლუტური სუვერენები იყვნენ. მათი სიტყვა კანონი იყო და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეც მათ ხელში იყო. მაშინ რა განასხვავებდა მეფეებს დესპოტებისგან? მხოლოდ ერთი რამ: თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი საზოგადოების თვალში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დესპოტი კი მხოლოდ ტირანია, რომლის განკარგულებები  შეიძლება იყოს ირაციონალური და კაპრიზული, რომლებიც არ ითვალისწინებს სხვის უფლებებსა და საერთო სიკეთეს. სუბიექტები დესპოტს ემსახურებიან მხოლოდ შიშის გამო, ფარულად კი ყოველთვის ცუდს უსურვებენ მას.

ამის საპირისპიროდ, მეფეები, მიუხედავად მათი აბსოლუტური ძალაუფლებისა, შეიძლება იყვნენ კეთილგანწყობილი დიქტატორები, მმართველობენ განმანათლებლური სიბრძნით, მართავენ სამეფოს სამართლიანობითა და თანაგრძნობით. მეფეებს შეიძლება არ სჭირდებათ თავიანთი ქვეშევრდომების მოწონება, მაგრამ დაქვემდებარებული ადამიანები მას ყოველთვის ერთსულოვნად ირჩევენ ყოველ ჯერზე.

ეს სიტუაცია ორგანიზაციაზე რომ გადმოვიტანოთ, უფროსებსა და მენეჯერებს შეიძლება ჰქონდეთ აბსოლუტური ძალაუფლება. თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ამ ძალას, ეს განსაზღვრავს მათი თანამშრომლების ერთგულებასა და პროდუქტიულობას.

თუ გსურთ პატივი გცენ, როგორც მეფეს და არ გალანძღავდნენ როგორც დესპოტს, თქვენ არ უნდა მოითხოვოთ ერთგულება. თქვენი თანამშრომლების ხედვა დამოკიდებულია იმაზე, მოიქცევით თუ არა ეთიკის პრინციპების შესაბამისად. ამ რთულ პერიოდში კი ეთიკური მოქმედება არც ისე მარტივია. სოციალური ნორმები ყოველდღიურად იცვლება. ხშირად, სწორი არჩევანიც კი უთანასწორობას ქმნის.

რა უნდა გააკეთოს ლიდერმა? რეალურად, ლიდერმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ის შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება, მიხვდეს არის თუ არა ნამდვილად ეთიკური. ეს კითხვებია:

ემპათია: რა გავლენას მოახდენს ჩემი სიტყვები და მოქმედებები ჩემ გარშემო?

პირველი ნაბიჯი ეთიკური მოქმედებისკენ არის ქმედებებისა და სიტუაციების დანახვა სხვისი თვალით. როგორც ეთიკის ლიდერი, თქვენ უნდა გააცნობიეროთ თქვენი ხალხის ინდივიდუალური გარემოებები და გამოწვევები, იგრძნოთ მათი სიხარული და ტკივილი, აღიაროთ მათი იმედები და შიშები, იყოთ მგრძნობიარე მათი სურვილებისა და ოცნებების მიმართ. ემპათია მოითხოვს სხვების შინაგანი მდგომარეობების ცოდნას. ამ ცოდნის საშუალებით შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, თუ როგორ იმოქმედებს მათზე თქვენი გადაწყვეტილებები და დარწმუნდებით, რომ ისინი თავს დაფასებულად იგრძნობენ.

სანდოობა: ვენდობი თუ არა სხვებს და ვფლობ თუ არა მათ ნდობას?

თქვენ უნდა გამოიჩინოთ მათდამი ნდობა იმით, რომ თქვენს გუნდს დართოთ ნება, შეასრულონ თავიანთი სამუშაო მიკრო მენეჯმენტის გარეშე და ზოგჯერ შეცდომები დაუშვან. მხოლოდ ნდობით განვითარდება ურთიერთობები. მხოლოდ სანდო ხელმძღვანელობით განვითარდება ნებისმიერი საზოგადოება.

თავმდაბლობა: ის უფრო მაინტერესებს, რა სარგებლობა მომაქვს ჩემი გუნდისთვის თუ რა სარგებელს იღებს ჩემი პრესტიჟი და ჩემი ეგო?

ლიდერობა არის საჩუქარი და პრივილეგია, რომელიც პასუხისმგებლობას გაკისრებთ თქვენი გუნდის წინაშე. საუკეთესო ლიდერები, აცნობიერებენ, რომ ისინი მუდამ მართალნი არ არიან. ეს წარმოქმნის უფრო ღრმა ხედვას, მეტ სიცხადეს და პარტნიორობის კულტურას. იმის აღიარებთ, რომ არასწორი ხართ, ან როცა რაღაც არ იცით, უფრო მეტად სანდო ხდები სხვებისთვის და შედეგად, სხვებიც მეტს სწავლობენ თქვენგან.

თავდაჯერებულობა: მსურს ვიცოდე უფრო მეტი, თუ მსურს რომ უკვე არსებული ცოდნით ვიხელმძღვანელო? 

არასდროს გქონდეთ ილუზია, რომ საკმარისი იცით, რომ საკმარისად გესმით, რომ საკმარისად ბრძენი ხართ. ცოდნისა და გამჭრიახობის ძიება მოითხოვს ცნობისმოყვარეობისა და აზროვნების მუდმივ გაუმჯობესებას. ინტელექტუალური ამპარტავნების გამოვლენა საშინელი მაგალითია გუნდისთვის და თანაც, ასე მათ კეთილგანწყობილებასა და ერთგულებას ვერ მოიპოვებთ.

თვითდისციპლინა: რისი გაუმჯობესება მჭირდება დღეს, რომ ჩემი სამუშაო უკეთესად გავაკეთო ხვალ?

რამდენ დროს, ძალისხმევასა და ენერგიას ხარჯავთ თქვენს საქმეში? თქვენი პერსონაჟის შექმნა საფუძველია თქვენი ბიზნესის შექმნისთვის. არაფერი მოდის გარკვეული ძალისხმევის გარეშე. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქცევის მკაცრი სტანდარტების დაწესებით შეგიძლიათ ელოდოთ ხვალ უკეთეს შედეგს.

წყარო: Fast Company



ყველაზე პატარა 3D ნავი მსოფლიოში!

თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio პირველ ერთობლივ Android Development-ის პროგრამას იწყებენ