in

როგორ გამოვასწოროთ ცუდი ონლაინ შეხვედრა?

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ საინტერესო და კარგი ონლაინ შეხვედრა ცუდი მიმართულებით მიდის ხოლმე. რა ხდება ამ დროს? როგორც წესი, მთავარი როლი ერთ ყველაზე აქტიურ ადამიანს ეკისრება, გუნდის სხვა წევრები კი ცდილობენ უბრალოდ დაიმალონ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ექსპერტები ამგვარი შეხვედრების გამოსასწორებლად რამდენიმე რჩევას იძლევიან:

  1. შეამჩნიეთ, რა ნაწილში შეიცვალა მიმართულება შეხვედრამ და გახდა ცუდი, კონკრეტულად რომელმა ფაქტორმა ითამაშა როლი ამაში;
  2. დაასახელეთ ზემოხსენებული ფაქტორი;
  3. ცოტა ხნით შესვენება აიღეთ და მოიფიქრეთ, რა შეიძლება, გააკეთოთ;
  4. დაბრუნდით და იზრუნეთ გამოსწორებაზე.

ეს ხერხები მუშაობს მაშინ, როცა თქვენ დანამდვილებით იცით, რას ეხება შეხვედრა, როგორ უნდა წარიმართოს და ასევე, გაქვთ ავტორიტეტი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარვეზი გამოასწოროთ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოახერხოთ საჭიროა გქონდეთ შესაბამისი უნარები, რაც, რასაკვირველია, ტრენინგებითა და პრაქტიკით მოდის.

თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ცუდი შეხვედრა, ამისათვის 5 პატარა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

გამოკვეთეთ შეხვედრების დროს ხშირად შექმნილი პრობლემები

მოახდინეთ იმ პრობლემათა იდენტიფიცირება, რომლებსაც თქვენ და თქვენი გუნდი შეხვედრისას ხშირად აწყდებით. ეს შეიძლება იყოს:

  • ტექნიკური ხარვეზი: დაკავშირებასთან არსებული პრობლემა, აუდიო-პრობლემა თუ სხვა;
  • არაშესაბამისი დისკუსია: როდესაც თანამშრომლები ერთმანეთზე ან სხვა, თემასთან აცდენილ საკითხებზე მსჯელობენ;
  • არათანაბარი ჩართულობა: როდესაც რამდენიმე ადამიანი აქტიურად მსჯელობს მაშინ, როცა ზოგი სიტყვასაც არ ამბობს.

მოემზადეთ ამგვარ შეხვედრაში ჩარევისთვის

შეიმუშავეთ გუნდთან ერთად იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერიონ არასასურველ შეხვედრაში და გამოასწორონ პრობლემა. როდესაც მათ ეცოდინებათ, თუ როგორ უნდა ჩაერიონ, პრობლემაც სწრაფადვე აღმოიფხვრება, მაგალითად:

  • სარეზერვო გეგმა: თუ ვიდეოშეხვედრისას პრობლემა შეიქმნა, ტელეფონით, ანუ მხოლოდ აუდიოთი გაგრძელდეს შეხვედრა;
  • კოდური სიტყვა: თუკი შეხვედრა თემას აცდა, გამოიყენეთ კოდური სიტყვა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თემას დაუბრუნდეთ, მაგალითად: ELMO – Let’s Move On!
  • ხმოვანი სიგნალი: ასევე, თუკი თემას აცდა შეხვედრა, შეგიძლიათ ჩართოთ ხმოვანი სიგნალი, რომელიც თქვენი გუნდის წევრებს რეალობაში დააბრუნებს.

დანერგეთ თქვენი ინტერვენცია შეხვედრისას

თუკი ზემოხსენებული ხერხებიდან ერთ-ერთის გამოყენებას აპირებთ, აუცილებლად გააცანით ის გუნდს, რომ თავიდანვე მზად იყვნენ მსგავსი ჩარევისთვის. მაგალითისთვის, თუ კოდურ სიტყვას გამოიყენებთ, შემთხვევამდე გაითამაშეთ მისი გამოყენების წესი თქვენს გუნდის წევრებთან.

დართეთ ნება

მას შემდეგ უკვე, რაც თქვენი ინტერვენციის გზებს გააცნობთ გუნდის წევრებს, მიეცით მათ ნება, მსგავსადვე მოიქცნენ საჭიროების შემთხვევაში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეხვედრის ინიციატორზე მეტად თანამშრომელს აწუხებს ცუდად წარმართული შეხვედრა, ამიტომაც თუკი მათ უფლება ექნებათ, შესაბამისად იმოქმედონ, თქვენი მადლობელი დარჩებიან.

ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ერთხელ, კარგი და ნაყოფიერი შეხვედრებისთვის საკმაოდ ბევრი ფაქტორის გამართვაა საჭირო, მით უმეტეს, რომ სამყარო უკვე გადაერთო ონლაინ-შეხვედრებზე. დანერგეთ პრაქტიკაში ეს ნაბიჯები და შედეგად თქვენი გუნდის შეხვედრებიდან ბევრად მეტის “წამოღებას” შეძლებთ, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდით.

წყარო: Inc



„ვიშლისთი საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი  ბრენდის,  GRACO-ს  ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა“  

მთავარი სიახლეები Apple-ის დეველოპერების კონფერენციიდან