სლოგანი ის გზავნილია კომპანიისგან, რომელიც მომხმარებლებს თქვენ შესახებ ამცნობს. ესაა სხარტი, გაზიარებადი ფრაზა, რომელთანაც თქვენი ბრენდი ასოცირდება. სლოგანი აძლიერებს თქვენი ბრენდის იდენტობასა და პოზიციონირებას. უნიკალურ და კრეატიულ სლოგანს შეუძლია დაეხმაროს ბრენდს დაამახსოვროთ თქვენი თავი და მოახდინოთ ძლიერი გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ მას შეუძლია წამებში მიიპყროს ადამიანის ყურადღება. მაშ, როგორ უნდა მოიფიქრო ის ჭკვიანი ფრაზა, რომელიც ყველას დაამახსოვრდება? ცნობადობას დრო სჭირდება და გლობალური აღიარება, ამიტომ ბრენდის გონებაში ჩასაბეჭდად რაიმე კონკრეტული გზავნილი დაგჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ამ ტერმინს „სლოგანს“ ვუწოდებთ, უცხოურ წყაროებში, არსებობს სხვადასხვა კატეგორია – თაგლაინი (Taglain) და სლოგანი. დღეს, განსხვავება სლოგანსა და სლოგანს შორის ბუნდოვანია, თუმცა ტექნიკურად ისინი განსხვავებულია და კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ორივე სხვადასხვა მიზნებისთვის. მაგალითად, დისნეილენდის თაგლაინია „ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე“, მაგრამ დისნეი იყენებს სლოგანებს, როგორიცაა „სად ხდება ოცნებები“, „სად იწყება ჯადოსნობა“ და სხვა. ერთად გამოყენებული თაგლაინი და სლოგანი ბრენდის ძლიერი განმასხვავებელია.
თაგლაინი დაკავშირებულია ბიზნეს სუბიექტთან და არ არის საჭირო მისი შეცვლა, თუმცა ის ზოგჯერ ბრენდთან ერთად განიცდის ცვლილებას. თაგლაინი ხშირად თქვენი კომპანიის ლოგოს ან გრაფიკის ნაწილია.
სლოგანი ზოგადად მიბმულია პროდუქტთან და გამოიყენება სარეკლამო კამპანიაში. ის დროთა განმავლობაში, უნდა შეიცვალოს, თუმცა კარგი შეიძლება დარჩეს ათწლეულების განმავლობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ თაგლაინის თუ სლოგანის შემუშავებისას?
როგორია კარგი თაგლაინი?
სარგებლობაზე ორიენტირებული. ის ხაზს უსვამს თქვენი ბრენდის მთავარ სარგებელს, რასაც მომხმარებელი იღებს. გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელს არ აინტერესებს, ხართ თუ არა ყველაზე ძველი ბრენდი ბიზნესში, მათ უბრალოდ სურთ იცოდნენ, რა სარგებელს მიიღებენ თქვენი ბრენდის არჩევისას.
სიმარტივე არის გასაღები მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად, როცა გზავნილი ყურადღების გაფანტვის გარეშე იკითხება, მოკლედ და მკაფიოდ.
სხარტი. ბუნებრივია, მიზნად უნდა დაისახოთ მარტივი და მკაფიო თაგლაინის შემუშავება, მაგრამ ის უნდა იყოს მიმზიდველიც, თუ გსურთ მიიპყროთ მკითხველთა ყურადღება და მათ თქვენი ბრენდის არსებობა შენიშნონ.
უნიკალური. თუ თქვენი სლოგანი თქვენს სფეროში სხვა კონკურენტს ან დიდ ბრენდს ჰგავს, ის აუცილებლად დაკარგავს გავლენას და ამან შეიძლება ნამდვილად გააფუჭოს თქვენი ბრენდის იმიჯი.
აზრიანი. წარმატებული თაგლაინი ასევე გადმოსცემს პირდაპირ ან ირიბ მნიშვნელობას. ის აერთიანებს თქვენი ბრენდის ელემენტებს და მხარს უჭერს თქვენს კორპორაციულ იდენტობას. აზრიანი სლოგანები ხაზში გამოხატავს მიზანს, ხედვას ან მნიშვნელობას თქვენი ბრენდის უკან.
განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის იდენტობა. თუ თქვენ ეძებთ ბრენდის სლოგანს, რომელიც დარჩება, უნდა დაიწყოთ თქვენი ბრენდის იდენტობით.
თქვენი თაგლაინი ამყარებს თქვენი ბრენდის იდენტობას და ხელს უწყობს პროდუქტის პოპულარიზაციას, ხშირად სარეკლამო კამპანიასთან ერთად. დაიწყეთ თქვენი ბრენდის იდენტურობით და პროდუქტის მოკლე შინაარსით.
ჩამოწერეთ, რას სთავაზობს თქვენი კომპანია და როგორ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ღირებულება მომხმარბელისთვის. გახსოვდეთ, როდესაც თქვენ აარსებთ კომპანიას, შესაძლოა დაინახოთ ნიშა ბაზარზე, რომელიც თქვენი უნიკალური ღირებულების შეთავაზებაში დაგეხმარებათ. რას გთავაზობთ? ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რატომ იყენებენ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს? უპასუხეთ თითოეულ კითხვას მოკლედ.
იდენტიფიცირება – რა არის თქვენს კომპანიაში, რაც განასხვავებს თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას? ფულის დაზოგვა? დროის? ეძებეთ კონკრეტული პასუხი. როგორ ეხმარებით ადამიანებს?
თქვენი შეთავაზების რომელი თვისებები ან ასპექტებია უნიკალური? რატომ უნდა აირჩიონ ხალხმა შენ? ხანდახან ყველაზე პატარა რამ, თუნდაც დამოკიდებულებაა, რაც გამოგარჩევს.
წყარო: formulates