in

როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული სპიკერი?

ჯგუფური შეხვედრები ხშირად ბევრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებას წარმოადგენს. ესაა მომენტი, როცა გიწევს სხვისი იდეების მოსმენა და, პარალელურად, საკუთარი იდეების გაზიარებაც შენს მოვალეობაში შედის. ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა კიდევ უფრო უსიამოვნოა ინტროვერტი თანამშრომლებისთვის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა კი, საუბარს მართლაც აქვს მაგიური ეფექტი – საკუთარი აზრების/იდეების გაზიარება ხშირად ერთი-ორად მეტად გვრთავს არსებულ ვითარებაში, ვიდრე თავის შეკავება. ასევე, შეხვედრებში თქვენი მონაწილეობა ორგანიზაციის სხვა ადამიანებს აძლევს შანსს გაეცნონ თქვენს აზროვნებას, რაც თქვენი და მათი დაახლოების წინაპირობა შეიძლება, გახდეს.

თუ თქვენ გიჭირთ რაღაცის თქმა და საამისოდ გამბედაობა არ გყოფნით, გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:

კარგად მოუსმინეთ, სანამ საუბარს დაიწყებთ

ყურადღება მიაქციეთ რას ამბობს ხალხი და როგორ ამბობს ამას. დაფიქრდით იმ კომენტარებზე, რომლებიც სხვა ჯგუფის წევრებმა გააკეთეს გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით. იფიქრეთ, როგორ მოერგო ეს კომენტარები ამ აზრს. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი საუბარი ჯგუფის თემის რელევანტური უნდა იყოს და დააკვირდით, როგორ უკავშირებენ სხვები თავიანთ ნააზრევს ამ თემას. გახსოვდეთ, რომ შეხვედრაში ჩართვის ყველაზე მთავარი მიზანი გამოხატულ პრობლემასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებაა.

მოემზადეთ წინასწარ

ჯგუფის წინაშე მოუმზადებლად გამოსვლა ხშირად ძალიან სტრესულია. ამიტომაც, თუკი ამის საჭიროებას გრძნობთ – მოემზადეთ წინასწარ. წინასწარ დაწერეთ ტექსტი, რომლის გაზიარებასაც აპირებთ ჯგუფის წევრებთან. მონიშნეთ საკვანძო მომენტები, თუ რაზე შეიძლება ჯგუფის წევრებმა კომენტარები გააკეთონ. დაფიქრდით, როგორ უპასუხებთ მათ კითხვებს. შეიძლება, ცოტა უცნაურად ჩანდეს, მაგრამ საერთოდაც არაფერია უცნაური იმაში, თუ წინასწარ ივარაუდებთ მომენტებს და შესაბამისად მოემზადებით მომავალი შეხვედრისთვის.

არ იფიქროთ ზედმეტი საუბრის მომენტში

თქვენი ყველაზე დიდი შიში საუბრის გარშემო ალბათ ის არის, რომ სხვები მკაცრად განსჯიან თქვენს ნააზრევს. თქვენ გეშინიათ, რომ სეთ რამეს იტყვით, რაც საერთო საუბარს არ წაადგება.

რაც უფრო მეტ ხანს დაელოდებით თქვენს ჯერს, მით უფრო მეტ შფოთვას იგრძნობთ. მით უფრო მეტს იფიქრებთ თქვენს მომავალ სიტყვებზე, ამიტომაც, ჯობს, თქვენს ჯერს კი არ დაელოდოთ, არამედ, როცა კი მოგინდებათ რაიმეს თქმა, მაშინვე თქვათ. თუკი, რასაკვირველია, მოხერხდება ხელის აწევა და თქვენი ჩართვა უხერხულობას არ გამოიწვევს.

წყარო: Fast Company



კანადაში თახვებმა ინტერნეტის კაბელები დაღრღნეს – კავშირი 36 საათით შეწყდა!

ადამიანი, რომელმაც ბუდელის კუნძულზე 32 წელი მარტომ გაატარა, საცხოვრებელს ტოვებს