in

როგორ ამოვიცნოთ კონფლიქტური ადამიანები?

M2
M2

ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ფიზიკური, ისე პიროვნული მახასიათებლებით. თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, რაც ყველაფერში ბუნებრივად გამოიხატება. თუმცა მაინც არსებობს რაღაც გარკვეული შაბლონები, რომლებიც ამა თუ იმ ტიპის ხასიათს აყალიბებს. დღეს კი კონფლიქტური პიროვნების სახეს განვიხილავთ…

როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ მაღალი კონფლიქტის მქონე პიროვნება? როგორც ჩანს, ფსიქოლოგები ოთხ ძირითად მახასიათებელს გამოყოფენ: პირველი და, ალბათ, ყველაზე შემაწუხებელი, არის სხვა ადამიანების დადანაშაულება — „სინამდვილეში ეს ყველაფერი შენი ბრალია“. ამ დროს კი მეორე ადამიანი თავდაცვის რეჟიმში გადადის: „მე უდანაშაულო ვარ, ყველაფერი არასწორად გესმის“. რასაც საბოლოოდ კონფლიქტი და გაუგებრობა მოჰყვება…

მეორე — „ყველაფერი ან არაფერი“ ულტიმატუმი. ასეთი ადამიანები ძალიან რადიკალური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი რაღაც საშუალო მოცემულობით არ კმაყოფილდებიან, რადგან დიდი მოთხოვნილებები აქვთ. ეს არ ეხება მხოლოდ რაიმეს მიღებას, არამედ ზოგად შეხედულებებსაც, მაგალითად, „ყველა კარგი ადამიანია ან ყველა ცუდია“.

მესამე — ხშირად, მაგრამ რა ყოველთვის, უკონტროლო ემოციები. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იწყებენ ყვირილს ან ტირილს, ან უბრალოდ ოთახიდან გარბიან. ამ დროს ძალიან აქტიურად ხდება გრძნობებით მანიპულირება, რადგან გარშემომყოფებმა იციან, რომ თუ რაღაცით გაღიზიანდება ის კონკრეტული პიროვნება, მთელი დრამატული სცენების ყურება მოუწევთ…

და მეოთხე — ქცევის უკიდურესობა. ეს გამოიხატება მოულოდნელ, ექსტრემალურ და თამამ ქმედებებში.

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ადამიანებთან ძალიან რთულია ურთიერთობა. მაგალითისთვის, თუ სხვ გადანაშაულებთ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, შესაძლოა, ამან ცხოვრება დაგინგრიოთ. ალბათ, ამ ყველაფრის ფონზე ის კითხვაც გიჩნდებათ, თუ როგორ არ უნდა გახდეთ ბრალდების ობიექტი… უპირველეს ყოვლისა, თუ ასეთი ქცევის გამაფრთხილებელ ნიშნებს ხედავთ, ძალიან ნუ დაუახლოვდებით ადამიანს. შეგიძლიათ, უბრალოდ კარგი ნაცნობი იყოთ, მაგრამ აქტიურად არ შემოუშვათ ყოველდღიურობაში…

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თვიდან აირიდოთ მათთან კონფლიქტი. ისინი ხშირად ცდილობენ კონფლიქტის პროვოცირებას და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ — დისკუსიაში შემოდიან სენსიტიურ საკითხზე, რომელშიც სიმართლე ცალსახად ერთ მხარესაა. თქვენ კი თავს ვალდებულად გრძნობთ, თქვენი პოზიცია დაამტკიცოთ. მაგრამ დამიჯერეთ, მათ აზრს ვერ შეუცვლით — თუ რთული და კონფლიქტური ადამიანია, შეიძლება, არც უნდოდეს ერთ აზრზე შეთანხმება და დამშვიდება.

როგორია AR ტექნოლოგიის პერსპექტივა ქართულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში?

კორპორაციული კულტურა vs სტარტაპის ცხოვრება – ქართველი სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ