in

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ლიდერი?

დისტანციურ მუშაობაზე დრამატულმა გადასვლამ ყველა ორგანიზაციას უბიძგა, თავიანთი თანამშრომლებისთვის სამუშაო გამოცდილება შეეცვალათ. დაკომპლექტების პროცესი ახლა დისტანციურად ხორციელდება და ბევრი ახალი თანამშრომელი არ ხვდება კოლეგებს პირადად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სამყარო იხსნება და ნელ-ნელა ლიდერები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეუძლიათ წარმატებით გადავიდნენ ჰიბრიდულ სამუშაო მოდელზე. ხოლო, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადგილზე და დისტანციურად განაწილებულმა პერსონალმა თანაბრად იგრძნოს ჩართულობა, მოტივაცია და გუნდის წევრობა, ლიდერებს უფრო მზრუნველი ხელმძღვანელობის სტილი სჭირდებათ.

ამ სტატიაში გთავაზობთ 5 გზას, თუ როგორ უნდა იყვნენ ლიდერები მზრუნველები:

1. აგრძნობინეთ თანამშრომლებს მათი მნიშვნელობა გუნდში

მანამ, სანამ ზოგიერთი ლიდერი “კოშკში” ზის, ბევრი თანამშრომელი თავს უხილავად გრძნობს. ამის საპირისპიროდ, მზრუნველი ლიდერი ხარჯავს თავის დროს იმისთვის, რომ ყურადღებით მოუსმინოს იმას, რაც თანამშრომლებს სჭირდებათ, რათა მათ ეფექტურად საქმიანობა შეძლონ. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი სამუშაო დაფასებულია, ისინი უფრო მონდომებულები არიან, თქვენი ორგანიზაციისთვის მეტი აკეთონ.

2. ეძებეთ ტალანტი მათში, ვისაც ხელმძღვანელობთ

მზრუნველი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ მოძებნონ, აღმოაჩინონ და გამოიყენონ თავიანთი ტალანტები თავიანთ თანამშრომლებში. იმის ნაცვლად, რომ ბრძანებები გასცენ, ისინი ცდილობენ გაიგონ, რისი გაკეთება შეუძლიათ თავიანთი თანამშრომლებისთვის.

3. უხელმძღვანელეთ ერთ ადამიანს მთლიანად

ნუ უხელმძღვანელებთ თქვენს თანამშრომელს, როგორც მხოლოდ თქვენი გუნდის წევრს. აღიქვით ის, როგორც ადამიანი, რომელსაც პირადი ცხოვრებაც აქვს. მით უმეტეს, რომ 12 თვიანი დისტანციური მუშაობის და ვიდეოზარების შემდეგ, ზღვარი ჩვენს სახლსა და სამუშაო ცხოვრებას შორის გაქრა.

4. ჩამოაყალიბეთ სმენის კულტურა

რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, უფრო რთულია სხვებს საკუთარი ხმა გააგონო. თანამშრომლები ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ მოქმედებთ თქვენი უკუკავშირის შემდეგ. ემპათიით, მუდმივი მოსმენით, ყურადღების მიპყრობით და იმის შეგრძნებით, და იმის გაცნობიერებით, რომ ხმა ისმის, თქვენ მოიპოვებთ მათ პატივისცემას და ისინიც იგრძნობენ, რომ დაფასებულები არიან.

5. უზრუნველყავით თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების შეგრძნება

ახლა, როდესაც არამხოლოდ თქვენი კომპანია, არამედ ყველა და ყველაფერი კრიზისში იმყოფება, იფიქრეთ თქვენი თანამშრომლების ნერვულ სისტემაზეც. დაუდექით მათ მხარში და აგრძნობინეთ, რომ ისინი მარტოები არ არიან. ავტორიტეტის მხრიდან მსგავსი ქცევა მათ დაამშვიდებთ და უსაფრთხოების შეგრძნებას გაუჩენთ.

წყარო: Inc.com



რას არ გაპატიებთ არასდროს თქვენი კანი?

ქართული კომპანია Noxtton და ამერიკული სააგენტო Vision Millennium პარტნიორები გახდნენ