in

როგორ გავაუმჯობესოთ ნეგატიური სიტუაციები პოზიტიური კომუნიკაციით?

არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში მყოფებს უბრალოდ პოზიტიური სიტყვების თქმით ამავე სიტუაციის პოზიტიურად შეცვლა შეგვიძლია. ამგვარი სიტყვები თავს კარგად გვაგრძნობინებს და ასევე უკეთეს ურთიერთობას გვიყალიბებს სხვებთანაც. პოზიტიურ ენას შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს გამოწვევას გაუძლოს და ის პოტენციური კატასტროფას აარიდოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გთავაზობთ სამ გზას იმისთვის, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პოზიტიური კომუნიკაცია პოზიტიური შედეგის მისაღწევად:

დაინახეთ ჭიქა, როგორც ნახევრად სავსე (და არა ნახევრად ცარიელი)

როგორ დავასათაურებთ მოვლენას, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გავლენას იქონიებს ის ჩვენს ცხოვრებაზე – ნეგატიურს, თუ პოზიტიურს. ერთ-ერთი ამგვარი გზაა ჭიქის ნახევრადსავსედ დანახვა, რომელიც ოპტიმისტებში კარგად გავრცელებული მაგალითია. ის მოგვიწოდებს, რომ სიტუაციები პოზიტიურად აღვწეროთ, რაც დაგვეხმარება პოზიტიური აღქმების ჩამოყალიბებაში.

ასევე ერთ-ერთი ამგვარი მიდგომაა არა დანაკარგებზე ორიენტირება, არამედ – მოგებაზე. ჯეიმს ქლეარი, ბესტსელერი წიგნის “Atomic Habits-ის” ავტორი მოგვიწოდებს, რომ პოზიტიური ფრაზებით აღვწეროთ მდგომარეობები. მაგალითად, როცა დიეტაზე ვართ, ჩვენ ხშირად ვამბობთ: “მე ვერ ვჭამ ტკბილეულს, შოკოლადს, დესერტს და ყველაფერს, რაც მიყვარს”.. ამის მაგივრად დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ აკეთებთ ამას და რა სარგებელს იწვევს ეს ქმედება თქვენს ცხოვრებაში.

გამოიყენეთ “და” უფრო ხშირად, ვიდრე “მაგრამ”

კოლეგებთან კომუნიკაციისას შეგიძლიათ დადებითი ტონი შეინარჩუნოთ “მაგრამ-ის” “და-თი” შეცვლით. როდესაც ვინმე განცხადებას ამგვარად იწყებს: ”თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ კომპანიაში, მაგრამ”… ყველაფერი დანარჩენი გარდა სიტყვისა “მაგრამ” წყალში იყრება და ეს ბუნებრივიცაა. ეს იმდენად მძაფრი კავშირია, რომ ის ყოველთვის აუფერულებს მანამდე ნათქვამს. უკუკავშირის დაბრუნებისას ან შექებისას, “მაგრამის” ნაცვლად გამოიყენეთ სიტყვა “და”. ეს კავშირი არ უარყოფს ყველაფერს, რაც მანამდე ითქვა. ის მხოლოდ იდეას მატებს აქამდე ნათქვამს.

იმუშავეთ მადლიერების უნარის განვითარებაზე ყოველდღიურად

და ბოლოს, თქვენი მსოფლმხედველობის გაუმჯობესების შესანიშნავი გზაა მადლიერების უნარის განვითარება. მადლიერება ყველგან სიკეთის პოვნას გულისხმობს. Shawn Achor-ის, ავტორი წიგნისა „ბედნიერების უპირატესობა: როგორ აძლიერებს პოზიტიური ტვინი წარმატებას კარიერასა და ცხოვრებაში”, მადლიერების პრაქტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები თქვენს ცხოვრებაში.

მადლიერების შეგრძნების გამომუშავება მარტივია. სცადეთ დაწეროთ (ან თქვათ) სრული წინადადება, რომელიც განმარტავს სამ რამეს, რისთვისაც მადლიერი ხართ ყოველდღე და ისიც ახსენოთ, თუ რატომ ხართ მათი მადლიერი. ეს შეიძლება იყოს ისეთი რამ, როგორიცაა “საკმარისად ჯანმრთელი იმისთვის, რომ დილით ვივარჯიშო”, “მოსიყვარულე პარტნიორის ყოლა, რომელიც მხარს მეჭერს”, ან “სახლი, სადაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ”.

წყარო: Inc



ევექსი ჰოსპიტლებმა, სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი კამპანია – „ჯანმრთელობის კალენდარი” დაიწყო

FDA-ის ნებართვით, 6 წლამდე პაციენტები ინსულინის მიღებას ავტონომიური მოწყობილობით შეძლებენ