in

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი გვატყუებს?

კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება კარგ გადაწყვეტილებებს მოაქვს, კარგი გადაწყვეტილებები კი ორ რამეს ეფუძნება: პირველ რიგში თქვენ უნდა ფლობდეთ ფაქტებს, მეორე რიგში კი, მათზე ჭკვიანურად უნდა იფიქროთ. ამ შემთხვევაში, მეორე კრიტერიუმი უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ შეიძლება, ვიცოდეთ ფაქტები, თუმცა მათი ჭკვიანურად აწონ-დაწონა არ შეგვეძლოს, ამიტომაც ხშირად მათი სიღრმისეული გაანალიზებაა საჭირო. თუმცა, ხდება ხოლმე ისე, რომ საკუთარი გონება ხელს გვიშლის, რაციონალურად ვიფიქროთ, იგი ასე ვთქვათ “გვატყუებს”, როდის ხდება ეს?

როდესაც დაღლილები ვართ

მაშინ, როცა დაღლილები, ენერგიაგამოცლილები და გამოფიტულები ვართ, ბუნებრივია, გონებას საღად აზროვნება არ შეუძლია. შესაბამისად, ის მიზნები თუ სურვილები, ან თუნდაც სავალდებულო საქმე, რის გაკეთებასაც ჩვენგან უახლოეს მომავალში მოელიან, ძალიან შორეული და მიუღწეველი გვეჩვენება. მაშინ, როდესაც დაღლილები ვართ, ჩვენს გონებაში უამრავი წინაღობა ისახება, რომლებიც იმ მომენტში ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა, რეალურ პირობებში ისინი არც თუ ისე რეალისტურია. ამიტომაც, ხშირად დაღლილ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილება არც თუ ისე სახარბიელო შედეგის მომტანია.

როდესაც გვშია

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვები/სასმელი ფიზიკურადაც და გონებრივადაც აჯანსაღებს ადამიანს. თუნდაც ერთი ჭიქა ლიმონათიც კი აუმჯობესებს ხასიათს და მისი დალევის მერე ადამიანები ბევრად უფრო ლოიალურები და ჰუმანურები ხდებიან. ამიტომაც, როდესაც შეხვედრას ნიშნავთ, გაითვალისწინეთ რომ ის ლანჩის მერე დანიშნოთ.

როდესაც მოწყენილები ვართ

ცხოვრება ბევრად რთული გვეჩვენება მაშინ, როდესაც მოწყენილები ვართ. ასეთ დროს ყველანაირი მოტივაცია იკლებს და გონება პესიმიზმისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ასეთ დროს არ გვგონია, რომ რაიმეს მიღწევა შეგვიძლია. თანაც, ადამიანებს გვახასიათებს, რომ როდესაც მოწყენილები ვართ, კიდევ უფრო გვინდება, მდგომარეობა დავიმძიმოთ, ვუსმენთ მოწყენილ სიმღერებს, ვუყურებთ მოწყენილ ფილმებს და ა.შ ყველაზე ხშირად კი არარელევანტურ, არარაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მაშინ, როცა მოწყენილები ვართ.

როდესაც აჟიტირებულები ვართ

ხშირად, გარემო რომელშიც ვიმყოფებით, გვიბიძგებს, არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ხდება ხოლმე ისე, რომ გარშემომყოფები არარაციონალური ქმედებისკენ მოგვიწოდებენ, რადგან ისინი ვერ იაზრებენ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ გარშემო არსებული მასის აზრი აგვაჟიტირებს და ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთ დროს საჭიროა ცოტა ხნით მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენა, რათა შემდგომ არ ვინანოთ ჩვენი გადაწყვეტილება.

წყარო: Inc.com



ისთ ფოინთი 5 წლისაა

ვინ გინდა გამოხვიდე? – მომავლის პროფესიები და UI/UX დიზაინი