in

როგორ მივხვდე, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ?

როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს, ერთ-ერთი რჩევაა: გაჩუმდი და საკუთარ სხეულს მოუსმინე!

CNN-ის კონტრიბუროტი, კრეატორი და ქოუჩი, მელ რობინსი საკუთარი მეუღლის გადაწყვეტილებასა და ამ გამოცდილებიდან მიღებულ საინტერესო მიგნებებს გვიზიარებს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

15 წლის წინ, ჩემმა მეუღლემ, კრისმა, ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან ერთად პიცის რესტორანი გახსნა. წლების განმავლობაში ის „პიჯაკიანების“ სამყაროში მუშაობდა და სწორედ ამიტომ, საკუთარი საქმიანობა სძულდა. როდესაც რესტორნის შესახებ გეგმები გამაცნო, არცთუ აღფრთოვანებული დავრჩი. მე სამსახურიდან ახალი წამოსული ვიყავი, ქოუჩინგისთვის უფრო მეტი დრო რომ დამეთმო.

გარდა ამისა, ორი შვილი გვყავდა…

ბიზნესის ფლობა კრისის ოცნება იყო. მე შემეძლო, ამ გადაწყვეტილებაზე მასთან პრეტენზიები წამეყენებინა, ამ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გავმხდარიყავი.

ეს უკანასკნელი ავირჩიე.

მაგრამ მეშინოდა.

საბედნიეროდ, პიცის მაღაზიამ უდიდესი წარმატება მოიპოვა და ძალიან მალევე მეორე რესტორანიც გახსნეს. ოღონდ ძალიან მალევე! იმდენად, რომ კინაღამ ყველაფერი დავკარგეთ.

ამის შემდეგ დაიწყო წარმატება-წარუმატებლობის ხშირი მონაცვლეობა. სწორედ მაშინ დავიწყე სმა, მავიწყდებოდა ბავშვებისთვის სადილის მომზადება და მუდმივად ვშფოთავდი განუსაზღვრელი და არასტაბილური მომავლის გამო.

ცხოვრება ზოგჯერ ძალიან გვირთულდებოდა და სწორ ნაბიჯებთან ერთად, ძალიან ბევრ შეცდომასაც ვუშვებდით.

მაგრამ მიუხედავად შეცდომებისა, ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან დიდ გაკვეთილად იქცა და ამ გამოცდილების შედეგად, რამდენიმე ინსტრუმენტს მივაგენი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარება:

1. მიენდე საკუთარი სხეულის სიბრძნეს.

თუ ვაშლსა და ფორთოხალს შორის არჩევანის გაკეთება გიწევს, იმაზე იფიქრე, თითოეული მათგანი თავს როგორ გაგრძნობინებს. ჩვენი სხეული სავსეა ჰორმონებით, ნეირონებითა და მიკრობებით, რომლებიც ინფორმაციას ისე ინახავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კუჭ-ნაწლავში შეგრძნება ჩნდება, პროცესი სწორად მიდის, თუ პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ ადრე ცუდი გამოცდილება გქონდა ვაშლთან, შენს სხეულს ეს აუცილებლად ემახსოვრება. სწორედ ამგვარი გამოცდილებებით იქმნება ინტუიცია. ამას დრო სჭირდება. ამიტომ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს, გაჩუმდი და საკუთარ სხეულს მოუსმინე.

2. თუმცა გადაწყვეტილებები ყოველთვის მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით არ მიიღება.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნეირომეცნიერები რეკომენდაციას უწევენ როგორც რაციონალურ, ასევე ინტუიტურ მიდგომას. ეს იმას ჰგავს, სახლის სანახავად რომ მიდიხარ და უეცრად მთელი სხეული ხურდება და გეგმის დასახვას იწყებ, რომელ კედელზე რას ჩამოკიდებ. ამ დროს, უბრალოდ, უნდა ამოისუნთქო და საკუთარ თავს დრო მისცე. უკეთ განსაზღვრო, ბიუჯეტი რამდენი გაქვს? მომავალ სამეზობლოზე რა ინფორმაციას ფლობ? საშრობი და ცივი სარდაფი რამდენად მისაღებია შენთვის? ჩვენი ტვინის ეს ნაწილი არც ისე სახალისოა, მაგრამ ასეთი მიდგომა, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ თავის ტკივილს აგვარიდებს ხოლმე.

3. წარმოიდგინე ყველაზე საშინელი სცენარი.

კარგი, მოდი ვიფიქროთ, მიმდინარე სამსახურის დატოვება ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში სხვას ვერ იპოვი? რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი შენს ბიუჯეტზე და რა გამოსავლის პოვნა შეგიძლია ამისთვის? ნებისმიერი დიდი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც შეიძლება ბევრი და საშინელი სცენარების წარმოდგენა შენთვის უცნობი სიახლის მიმართ შიშის დაძლევაში გეხმარება. შესაბამისად, მომავლის მიმართ, რაღაც მზაობა უკვე გაქვს და შფოთის დონეც მცირდება.

4. იფიქრე პოზიტიურად.

ვიცი, რომ ეს ხშირად გესმის, მაგრამ ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს. იმიტომ, რომ ეს მიდგომა Მუშაობს. პოზიტიური აზროვნების არსებობა არ გულისხმობს, რომ ნეგატიური თუ უსამართლო შემთხვევები უგულებელყო. ეს ნიშნავს, რომ ყურადღებას იმაზე ამახვილებ, რასაც აკონტროლებ – შენს აზრებსა და ქმედებებზე. პოზიტიური აზროვნება დაბრკოლებებზე ნაკლებად კონცენტრირებულებს გვხდის და ჩვენს ყურადღებას სწორ ნაბიჯებზე ამახვილებს.

5. თვითრეფლექსია.

ჩემი გამოცდილებით, როგორც ქოუჩს, ყველაზე მეტად იმ ადამიანებთან მიჭირდა მუშაობა, რომლებიც არ ცდილობდნენ, თავიანთი წარსული გადაწყვეტილებებიდან ესწავლათ. უბრალოდ, საკუთარ თავს ჰკითხე, რა ისწავლე კონკრეტული გადაწყვეტილებიდან და ამ გადმოსახედიდან რის შეცვლას ისურვებდი და როგორ. სულ ესაა!



14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

სამი Ford Ranger და უამრავი სხვა პრიზი „გალფისგან“, გათამაშება დაიწყო!